08 სექტემბერი, 2014
ინგა გრიგოლიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის ბრინჯის ათდღიანი დიეტა
ხვალიდან ბრინჯის დიეტას თუ არ დაიწყებ ხმას არ გაგცემ ცნობილია, რომ ბოლო დროს ქართველი ტელეწამყვანები წონაში დასაკლებად დიეტებს იცავენ. პერიოდულად სტატუსებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ და საკუთარ დიეტებზე წერენ. მათ შორის გამორჩეულები არიან ინგა გრიგოლია და ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნანუკა დიდი ხანია რაც წონას ებრძვის და დიეტების გარდა მასაჟებსაც მიმართავს.

მიუხედავად იმისა, რომ მცდელობას არ აკლებს, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკრანი ნებისმიერ
ადამიანს მინიმუმ ხუთ კილოგრამს უმატებს, ამიტომ წვალებით დაკლებული რამდენიმე კილოგრამი მაყურებლისთვის რთულად აღსაქმელია.

"ხვალიდან ბრინჯის
დიეტას თუ არ დაიწყებ ხმას არ გაგცემ'' - ეს სტატუსი ინგას ქალიშვილმა დედას სოციალურ ქსელში გამოუქვეყნა. თუმცა ინგამ შვილის სტატუსის ქვეშ კომენტარი დაწერა, რომ დაბერდა და ვეღარ ქაჩავდა.

მარიამის სტატუსს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და სთხოვეს, დაეწერა დიეტის შემადგენლობა.

დიეტა არც ისე მარტივია, ათი დღის მანძილზე მხოლოდ მოხარშული ბრინჯი უნდა მიირთვა. შეგიძლია დღეში ერთი ქვაბიც კი დააგემოვნო. დღის ნორმაა ასევე 1 ქილა მაწონი, რომლის გადანაწილებაც მთელ დღეზე შეგიძლიათ.

თუ დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა მიიღოთ დღეში 3 ლიტრამდე წყალი.
როგორც ჩანს, დიეტა მართლაც ეფექტურია, რადგან სტატუსის ქვეშ ნანუკა ჟორჟოლიანის კომენტარიც აღმოვაჩინეთ.

"მეშვიდე დღეა ვიქცევი ისე, როგორც ჯარისკაცი. ანუ სრული სიზუსტით ვიცავ + მასაჟი = უკვე 6 კილოს. ინგა დაიწყე!!!'' - წერს ჟორჟოლიანი.

სალომე დადიანი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
მარი
ყველამ თავის თავს მიხედოს და სარკეში ჩაიხედონ.არავინ არავიზე მეტი არა.ამას ბოღმის ბუკეტები ლაპარაკობენ რომლებიც არაფერს წარმოადგენენ
19:22 / 22-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიკი
"კდემამოსილის" მნიშვნელობა და არსი განმიმარტოს ვინმემ-სერიოზულად გთხოვთ
11:52 / 29-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
რატომ იბოგმებით სხვის კარგობაზე.მთავარია რომბყველა კარგად ვიყოთ.პირიქით სხვამ სტიმული უნდა მოგვცეს რომ ჩვენც კარგად გამოვიყურებოდეთ.
21:11 / 18-04-2017
გამოხმაურება / 0 /
მაკო
იციტ რა მაინტერესებს მაცონს მნისჰვნელი აკვს ანუ პროცენტობას ცხიმიანობის
15:45 / 10-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ვერ მეტყვით ბრინჯი და მაწონი ერთმანეთში უნდა ავურიო?
16:49 / 17-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ინგა
დზაან მაგარი და წარმატებული გოგოები ხარტ ინგა და ნანუკა.ყური არ უგდოტ მასეტ ბოგმისა და სჰურის ბუკეტებს.მატაც მიაგწიონ იმას რასაც ტკვენ.
06:14 / 12-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
მეც არც ერთი მომწონს და არც მეორე,ქალური სინაზე და მიმზიდველობა არც ერთს არ აქვს, გრიგოლია ყელგამოჭრილი ძროხასავით ბღავის, ჟორჟოლიანი გამწარებული კვერცხდადებული ქათამივით კაკანებს, რომელსაც კვერცხები მოპარეს, იკაკანონ და იბღავლონ რამდენიც უნდათ, ვინ უშლის რომელიმეს?!!!!ქართველი კდემამოსილი მანდილოსანის სახე არც ერთ მათგანს არ აქვს რაც სამწუხაროა...
00:09 / 11-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი
3 ჯერ დავიცავი ბრინჯის დიეტა 3 ჯერ კარგი შედეგი მქონდა სამი ყავის ჭიქა დღეში * 3 12 საათზე 1 ყავის ჭიქა მოხარშული ბრინჯი+ ერთი ვაშლი 3 საათზე 1 ყავის ჭიქა მოხარშული ბრინჯი+ ერთი მოხარშული ჭარხალი 5 საათზე 1 ყავის ჭიქა მოხარშული ბრინჯი+ მაწონი მომზადება _ აადუღეთ 2 ყავის ჭიქა წყალი მცირე მარილი და ერთი ჩაის კოვზი ზეთი დაასხით მცირე სტაფილო გახეხილი ჩავყაროთ ადუღებულ წყალში + პილპილი ადუღდება და ერთი ყავის ჭიქა ბრინჯი ჩავყაროთ დავაფაროთ და მოვხარშოთ.
19:58 / 23-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მიმი
ქართველებს რომ შური არ გვახრჩობდეს კაი იქნებოდა....
14:43 / 22-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნონა
როგორ არ გრსხვენიატ ვზალიან კარგად გამოიყურება ორივე
05:15 / 22-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS