ცოტა ხნის წინ მომღერალი ისრაელიდან დაბრუნდა, სადაც ოპერაცია გაიკეთა. გადავწყვიტეთ, ყველასათვის საყვარელი ა
- გამარჯობა, ქალბატონი ეთერ, ნინო ვარ ''რეიტინგიდან'', როგორ ხართ?
- ნინო, ''რეიტინგიდან'', არაა? ეჰ, რა ვიცი, ნორმალურად, ნინო, არა მიშავს.
- სხვა დროს, პოზიტიურადო, მპასუხობდით.
- ვეღარ ვარ პოზიტიურად, ჩემო კარგო, იცი, როგორ მოვტყდი?
- ხმაზე ეს ნამდვილად არ გეტყობათ.
- ხმაზე არ ვიცი და გარეგნულად რომ მეტყობა, ამაში ორი დღის წინ დავრწმუნდი. გცალია, ნინო? ერთი ამბავი მინდა გიამბო.
- კი, კი, გისმენთ.
- მე ხომ ისრაელიდან ჩამოვედი და ახლა თბილისში, კლინიკაში ვწევარ. აქ ერთი საყვარელი ქალი მუშაობს, სომეხი ჟანა, ''სანიტარია''. სულ დაფუსფუსებს, ოთახს ალაგებს, თეთრეულს მისწორებს. ერთხელაც შემოვიდა და მისწორებს საბანს. გამოველაპარაკე, როგორი კარგი ქალი ხარ, ჟანა, სუფთა, წკრიალა-მეთქი. მისმინა, მისმინა და მომიტრიალდა, - კაცო, შენ რა ეთერ კაკულიასავით ლაპარაკობო (იცინის).
- ვერ გიცნოთ?
- რას მიცნობდა, შეცვლილი ვარ... ჟანა, შენ იცი, რომ მე ეთერ კაკულია ვარ-მეთქი, ვუთხარი. რას ამბობ, კაცო, რასა ჰგავხარ, ტელევიზორში რა ლამაზი ხარო, მითხრა (იცინის). მას მერე ამ ამბავს ვუყვები ყველას, მთელი საავადმყოფო ჩემი და ჟანას ისტორიაზე ხალისობს.
ნინო მჭედლშვილი




















