05 სექტემბერი, 2014
ეთერ კაკულია ავადმყოფობის შემდეგ ვერ იცნეს
ცოტა ხნის წინ მომღერალი ისრაელიდან დაბრუნდა ყოველთვის პოზოტივით და ხალისით სავსე ქალბატონის ეთერ კაკულიას ავადმყოფობის ამბავი რამდენიმე თვის წინ მთელმა საქართველომ გაიგო. მომღერალს არასდროს არავისთან დაუწუწუნია. მისი დიაგნოზი დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო. ყველაფერი ცნობილი მას შემდეგ გახდა, როცა მეგობრებმა, ქალბატონი ეთერისთვის თანხის შეგროვება გადაწყვიტეს.

ცოტა ხნის წინ მომღერალი ისრაელიდან დაბრუნდა, სადაც ოპერაცია გაიკეთა. გადავწყვიტეთ, ყველასათვის საყვარელი ა
დამიანი მოგვეკითხა და ტელეფონით დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ეთერი ახლა თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში წევს. მითხრა, რამდენიმე დღეში გამომწერენ და სიამოვნებით გიმასპინძლებო. თუმცა ჩვენ შორის ისეთი სახალისო და ამავდროულად სევდიანი დიალოგი შედგა, თქვენც მინდა გაგიზიაროთ.

- გამარჯობა, ქალბატონი ეთერ, ნინო ვარ ''რეიტინგიდან'', როგორ ხართ?
- ნინო, ''რეიტინგიდან'', არაა? ეჰ, რა ვიცი, ნორმალურად, ნინო, არა მიშავს.
- სხვა დროს, პოზიტიურადო, მპასუხობდით.
- ვეღარ ვარ პოზიტიურად, ჩემო კარგო, იცი, როგორ მოვტყდი?
- ხმაზე ეს ნამდვილად არ გეტყობათ.
- ხმაზე არ ვიცი და გარეგნულად რომ მეტყობა, ამაში ორი დღის წინ დავრწმუნდი. გცალია, ნინო? ერთი ამბავი მინდა გიამბო.
- კი, კი, გისმენთ.
- მე ხომ ისრაელიდან ჩამოვედი და ახლა თბილისში, კლინიკაში ვწევარ. აქ ერთი საყვარელი ქალი მუშაობს, სომეხი ჟანა, ''სანიტარია''. სულ დაფუსფუსებს, ოთახს ალაგებს, თეთრეულს მისწორებს. ერთხელაც შემოვიდა და მისწორებს საბანს. გამოველაპარაკე, როგორი კარგი ქალი ხარ, ჟანა, სუფთა, წკრიალა-მეთქი. მისმინა, მისმინა და მომიტრიალდა, - კაცო, შენ რა ეთერ კაკულიასავით ლაპარაკობო (იცინის).
- ვერ გიცნოთ?
- რას მიცნობდა, შეცვლილი ვარ... ჟანა, შენ იცი, რომ მე ეთერ კაკულია ვარ-მეთქი, ვუთხარი. რას ამბობ, კაცო, რასა ჰგავხარ, ტელევიზორში რა ლამაზი ხარო, მითხრა (იცინის). მას მერე ამ ამბავს ვუყვები ყველას, მთელი საავადმყოფო ჩემი და ჟანას ისტორიაზე ხალისობს.

ნინო მჭედლშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
mariishkaa
Qalbatono eter yvelaperi kargad iqneba.
21:56 / 13-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
გმერტმა გამოგაჯამრტელოდ და დიდხანს გაცოცხლოტ ცჰვენტვის უსაკვარლესო კალბატონო ეტერი!
06:15 / 07-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ძალიან საყვარელი და მთელი ქვეყნისთვის საამაყო ქალბატონი ბრძანდებით...უფალი მოწყალეა..თქვენ კიდევ ძალიან დიდხაანს დაამშვენებთ ქართულ შოუბიზნეს...
01:43 / 07-09-2014
გამოხმაურება / 0 /
გულნარა ფსუტური
ტკვენ ისე უხდებიტ საკარტველოს და კარტულ სიმგერა---დიდხანს უნდა იციცხლოოოოტ!
18:55 / 06-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ტა-ტა
მალე კარგად იქნები უფლლის წყალობით.ზალიან მიყვარხართ ქალბატონო უნიჭიერესო
11:50 / 06-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ინგა, მე კი რატომღაც 105 მახსოვს. ქალბატონო ეთერ, ჯანმრთელობას გისურვებთ.
11:37 / 06-09-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა ჯუღელი
ყველას გვიყვარხარ ქალბატონო ეთერ... ძლიერიი ქალბატონი ხართ და ყველა დაბრკოლებას გადალახავთ... მე თქვენ მიყვარხართ... არც თქვენ მიცნობთ და არც მე გიცნობთ... მაგარამ დამიჯერეთ... ყველას გვიყვარხართ!!! მთელს ერს და ეს სიყვარული იმხელაა რომ ყველაფრის გადატანაში დაგეხმარებათ...
00:21 / 06-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯინო
ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე კეთილო ქალბატონო
00:09 / 06-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ქალბატონო ეთერ, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ თქვენს ავადმყოფობაზე არ დაგიჯერებთ, რადგან 102 წელი უნდა იცოცხლოთ, გადაწყვეტილია. სიტყვა სიტყვაა, როდის იყო თქვენ სიტყვის გატეხვა გჩვეოდათ.
23:12 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
ქალბატონო ეთერ, გისურვებთ მალე გამოჯანმრთელებას, უფლის წყალობით ასეც იქნება.ყველასთვის საყვარელი ქალბატობი ბრძანდებით. გ ვ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ !!!
18:54 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS