04 სექტემბერი, 2014
ია სუხიტაშვილი მკვლელებს მიმართავს: ''მათ თვალში იოტისოდენა სინანულსაც ვერ ვხედავ''
რაღაც არის კანონმდებლობაში შესაცვლელი მსახიობი ია სუხიტაშვილი ბოლო დროს საქათველოში მომხდარ მკვლელობებზე საკუთარ აზრს გამოთქვამს:

''მთლიანად შეძრული ვარ, რაც ერთი კვირის განმავლობაში ხდება ჩვენს ქვეყანაში. ამდენი მკვლელობა, ეს ხომ შოკისმომგვრელია.

რაღაც არის კანონმდებლობაში შესაცვლელი, რაც გააჩერებს ყველა პოტენციულ მკვლელს და ხელს ააღებინებს მკვლელობის ჩადენისგან, და ყველას გთხოვთ ნუ ვიქნებით ბოროტმოქმედნი, ნუ ჩავიდენთ ისეთ სისასტიკეს, რასაც კაცის კვლა ჰქვია, ან ვინ მოგვცა ჩვენ ამის უფლება, ნუთუ შეიძლება, დედები ასე გაამწაროთ, ბავშვები დააობლოთ, ქალები დააქვრივოთ, მოდით გონს ყველა.

ენა იმიტომ მოგვცა ღმერთმა, რომ გამოსავალი მოვძებნოთ ლაპარაკით. არ ვიცი, რა ვქნა ან რა დავწერო. ორი ადამიანი კოშა და დაჩი ჩემი ოჯახისთვის ახლობლები იყვნენ. ძალიან მწყდება გული.

ღმერთს ვთხოვ, მეტი სისასტიკე აღარასოდეს მომხდარიყოს. კიდევ უფრო იმაზე მწყდება გული, რომ მკვლელების თვალში იოტისოდენა სინანულსაც ვერ ვხედავ'', წერს ის ''ფეისბუქზე''.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მაკა
ეს გოგო მომწონს მაგრამ თავის მორფინისტი ოჯახი ქალიან კაციანად რომ არიან აუტანელია, პოლიციასთან შეკრულები მისი ქმარი არ ვიცი და მული ნამდვილად ვიცი და დედამთილი ორივე სულით ბინძურები არიან და მიშაც იასნია
10:56 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლლლლლ
კომენტარის დამწერს-რა შენი საქმეა ვინ ვის უძლებს ან შენ სხვის მაგივრად რა დასკვნებს აკეთებ.
00:23 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
mari
ra miamitia es qslbayoni,mkvlelebs rom sindidi da namusi qondet saertod chaidenden danashauls?
21:24 / 04-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
გეთანხმებით ლელა. ძალიან მიყვარს და მომწონს ია როგორც მსახიობიც და როგორც ადამიანიც. ცოტა მიკვირს რატომ შეაჩერა არჩევანი მიშაზე. მიშა, როგორც მსახიობი კარგია, მაგრამ როგორც კაცი ადამიანი არამგონია. თან მაინც ყველასთვის ცნობილია რომ ნარკოტიკების მოხმარებიდანაც არ იძახის უარს. ძალიან ძლიერი ქალია ია ესეთ ადამიანს რომ უძლებს გვერდით!
18:00 / 04-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლილი
იაკო ძალიან მიყვარხარ და გეთანხმები.შენი მეუღლეც ძალიან მიყვარს და დიდ პატივს გცემთ,როგორც მსახიობებს.მაგრამ, იქნებ აკონტროლო ხანდახან,ქუჩაში რა მთვრალი(?) გამოდის.ფალიშვილზე გადავაწყდი,დილის 12 საათზე ვერ დავწერ რა მდგომარეობაში.მისაბაძი კაცია და პატარა ბავშვები რომ უყურებენ,მგონია რომ უკეთეს მაგალითს უნდა ხედავდნენ ქუჩაში.(თან ყველა ცნობს) მაპატიე თუ პირადში შემოგეჭერით.
14:22 / 04-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS