03 სექტემბერი, 2014
ნინი ბადურაშვილი: „მანიაკებო, სულით მახინჯებო, წაეთრიეთ და ეგდეთ ციხეში“
გუშინ კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა ლილოში გუშინ ღამე აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის ლაშა მახარაძე მეტსახელად კოშკა მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ მოხდა გასროლა, რის შედეგადაც, გარდაცვლილის გარდა, კიდევ ერთი პირი დაიჭრა.

მახარაძე შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, საავამდყოფოში მიყვანისას მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

გუშინ კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა ლილოში, სადაც ასევე ახალგარდა ბიჭი მოკლეს. სოციალურ ქსელში უკვე აქტიურად ითხოვენ, შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაყენებას.

მომხდარს მომღერალი ნინი ბადურაშვილი "ფეისბუქზე" გამოეხმაურა.

"ეს
ქვეყანაა თუ ჯოჯოხეთი? მერამდენე მკვლელობას უნდა ვიგებდე ამ ერთი კვირის განმავლობაში? რით ვერ გამოვიდა ამათი ბნელი ტვინი 90-იანებიდან და რით ვერ დააყენეს ერთი ადგილი?

თქვე მანიაკებო, სულით მახინჯებო, წაეთრიეთ და ეგდეთ ციხეში და თქვენი ბოღმა ოთხ კედელში ანთხიეთ და ნუ გვიკლავთ ახლობლებს.

მთავრობავ, რას აკეთებ? გონს მოეგე, სანამ კიდევ გვიან არაა" - წერს ბადურაშვილი.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
რიტა
არც მქონდა წაკითხული, ინტუიციით მივხვდი და გამართლდა,თურმე მართლა ამინისტირებულ სადისტს მოუკლავს, თან უკითხავს,"ჩემზე ნაწყენი ხომ არ ხაარო" და ტან უსვრია კიდეც.ეგ არის სამართლიანობის აყდგენა? აი ასე გამოუშვით- დაიჭირეთ,გამოუშვით- დაიჭირეთ და ასე, ამასობაში დამთავრდება თქვენი ვადაც და ვიკითხოთ ჩვენ, მაგრამ იქნებ გამოფხიზლდეს ხალხი და დროზე მოგიშორონ თავიდან, მაგრამ იმ ხალხს რა ეშველებათ ვინც მიწას ამოეფარა?ვაი მათ დედებს და ვაი მათ ოჯახებს.ღმერთს ებარებოდეთ ყველას მაგიერ თქვე დაუნებო,რა გინდათ თქვენ ხელისუფლებაში? ორ ბატსაც არ ჩაგაბარებს კაცი,იმიტომ რომ მათაც დაკარგავთ.დროა გონს მოეგოთ,სანამ კიდევ ცოტა დროა.
12:39 / 03-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
მოვა დრო და ვანოც მოგენატრებათ და ახალაიაც.სანამ ოჯახის წევრს ქუჩაში არ მოგიკლავენ მანამდე გონს ვერ მოეგებით.აი თქვენი ამინისტია. ციხედ გადააქციეს მთელი ქალაქი..
11:33 / 03-09-2014
გამოხმაურება / 0 /
რიტა
ხალხო აბა რა ვეგონა 12000 პატიმარი რომ გამოუშვეს ისინი იქ რისთვის იყვნენ? მათ შორის 5000 მაინც ხომ იჯდა სამართლიანად მკვლელობისთვის? ხოდა ვათენოთ ღამეები იმის შიშით გაგვითენდება თუ არა მშვიდობიანად ყოველი დილა და დაგვიბრუნდება?ნეტა ოჯახიდან გასული რომელიმე წევრი საღამოს ად დილას ცოცხალი?.ამას არ ქვია ჯოჯოხეთი?ის 5000 კაცი მაინც ხომ არ მოიშლის თავისას?მითუმეტეს ვინც ვიზე არის გაბრაზებული, მათზე გულისჯავრს არ ამოიყრის?იმის იმედიდ რომ ესეთი უნიათო მთავრობა და უნიჭო მინისტრი ეგულებაათ?თავიანთ ოჯახის წევრებს ხომ უწყობენ და აფარებენ ხელს ყველა დანაშაულში?მაგისთვის უნდოდათ სკამები და ვაი ჩვენ თორემ თვითონ კი გადასარევად იყენებენ,მაგრამ მაღლა ღმერთი ავიწყდებათ,დაუდგებათ დრო და ყველას გაახსენებს თავს ის დალოცვილი და მადლიანი,აუცილებლად დაუდგებათ
11:07 / 03-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS