წყვილი უახლოეს მომავალში აპირებს დაქორწინებას
მომღერალი
მაგდა ვასაძე პირველად ''ახალ ხმაში'' გამოჩნდა, მართალია, გამარჯვებული ვერ გახდა, მაგრამ თავი ყველას კარგი სიმღერით დაამახსოვრა. მოგვიანები ''ოთარ ტატიშვილის შოუში'' მიიწვიეს და გუფის ბენდის სოლისტი გახდა.
მაგდას პირადი ცხოვრება დღემდე ძალიან სევდიანი იყო. ჰყავდა მეუღლე, რომელიც ერთ დროს ძალიან უყავრდა, და შვილი. მაგდამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგო, რომ მის ქმარს სხვა ქალი უყვარდა… მეუღლეს დაშორდა, თუმცა სიყვარულზე, რომელიც ასე დასრულდა, წლების განმავლობაში ცრემლების გარეშე ვერ საუბრობდა.
სოციალური ქსელით ცნობილი
გახდა, რომ მაგდა შეყვარებულია. მას ცოლობა ''ფეისბუქის'' საშუალებით სთხოვეს. ''გამომყვები ცოლად''? ეკითხება გიორგი პაპკიაური, მაგდას პასუხი კი არის, რომ თანახმაა მისი მეუღლე გახდეს. წყვილს ერთად გადაღებული ბევრი ფოტო აქვს ''ფეისბუქზე'', გიორგი, ისევე როგორც მაგდა, მომღერალია, თუმცა ამ ეტაპზე არსად არ მოღვაწეობს. როგორც ''ფეისბუქიდანვე'' ირკვევა, წყვილი უახლოეს მომავალში აპირებს დაქორწინებას.
სალომე დადიანი