სუპერფინალური თამაშების მონაწილეთა დიდი ნაწილის ვინაობა უკვე ცნობილია, მათ აბაშელი გამარჯვებული - მართა ჯიბლაძე შეუერთდა
ყველაზე ეროვნული მედიაპროექტ ''ეტალონის'' თამაშების სეზონი დასასრულს უახლოვდება და დღითიდღე მატულობს ინტერესი, თუ ვინ გახდება 2012-2013 სასწავლო წლის ''ეტალონი მოსწავლე'' და ვინ მოუტანს თავის ქალაქს განათლების მხრივ ''ეტალონი ქალაქის'' ტიტულს. სუპერფინალური თამაშების მონაწილეთა დიდი ნაწილის ვინაობა უკვე ცნობილია, მათ აბაშელი გამარჯვებული - მართა ჯიბლაძე შეუერთდა, მალე გაირკვევა მარტვილელთა, თერჯოლელთა და გორელთა რჩეული მოსწავლის ვინაობა და სუპერფინალის სამი თამაშიც შედგება.
სუპერფინალში თამაშს
20 მოსწავლე დაიწყებს, საბოლოოდ კი წლის ''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მოსაპოვებლად ინტელექტუალურ ბრძოლაში 10 მოსწავლე დარჩება - გამარჯვებულიც მათ შორის გამოვლინდება.
''ეტალონის'' სუპერფინალები ივლისში შედგება. წლის ''ეტალონ მოსწავლეს'' გამორჩეული საჩუქრები ელის.
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის