19 აგვისტო, 2014
ნატა მურვანიძემ ურთულესი ოპერაცია გაიკეთა:„მაპატიეთ, ჩემო მეგობრებო და საყვარელო ადამიანებო, რომ არ გაგიმხილეთ“
ნარკოზიდან გამოსვლისთანავე გონებაში ჟაკის მონოლოგი გადავიმეორე სპექტაკლიდან "როგორც გენებოთ" მსახიობმა ნატა მურვანიძემ მეგობრებს „ფეისბუქის“ საშუალებით გაუმხილა, რომ ურთულესი ოპერაცია გაიკეთა.

„მოკლედ ასე: ძალიან არ მიყვარს მსგავსი სტატუსები, მაგრამ მივხვდი, რომ ვერ ავუვალ შეკითხვებს, ეჭვებსა და თვითშემოქმედების შედეგად დასმულ მრავალ გადამეტებულ დიაგნოზს. გავიკეთე ოპერაცია, თავზე მომაძრეს მეორე თავი, ოსტეომა (კეთილთვისებიანი ძვლოვანი სიმსივნე), რომელიც ნელა, მაგრამ ჯიუტად იზრდებოდა.

არ მტკიოდა, მაგრამ იყო ისეთ ადგილას სადაც სინუსის არტერია თუ ვენა, ჯანდაბა მაგას და დოზანა, გადიოდა. მიცოცავდა ტვინისკენ. შეიძლება
ერთ-ორ წელიწადში ხელი აღარ ეხლოთ და სრულ გამოშტერებას, რადგან ის ძარღვი, ვენა, თუ არტერია 40% სისხლის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, ვამჯობინე გონებრივი სტატუს კვოს შენარჩუნება და მეორე თავის მოჭრა.

რადგან საკმაოდ რთული (ადგილმდებარეობის გამო) ოპერაცია ახალგაზრდა და უმაგრესმა ნეიროქირურგმა ედიშერ მაღალაშვილმა გამიკეთა, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. თავზე მაქვს სასიამტკბილო ნაკერი, ვფიქრობდი "ელვის" დაყენებას ქრთამის შესანახად, მაგრამ უარი მითხრეს. ვარ კარგად, ცოტა სახე უკანალს მიმიგავს, მაგრამ მალე გამოიკვეთება ჩემი ძლევამოსილი ნისკარტის კონტური.
არ ვკვდები, მოკლედ.

პ.ს. მაპატიეთ, ჩემო მეგობრებო და საყვარელო ადამიანებო, რომ არ გაგიმხილეთ, რადგან არ მიყვარს წინასწარი ალიაქოთი, 40 გრადუს სიხცეში, საავადმყოფოსთან მინი-მიტინგი, ნერვების თხლეშა და წინასაპანაშვიდე განწყობა.

პ.პ.ს. ნარკოზიდან გამოსვლისთანავე გონებაში ჟაკის მონოლოგი გადავიმეორე სპექტაკლიდან "როგორც გენებოთ" ანუ მეხსიერება აღმიდგა და წერა-კითხვაც არ მიჭირს“, - წერს ნატა.

მსახიობს სხვა უამრავ მეგობართან ერთად ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
ნინო
ველაფერს კარგს გისურვებთ. ძალიან ნიჭიერი და დადებითი ადამიანი ხართ :)
15:15 / 20-08-2014
გამოხმაურება / 0 /
keti
ღმერთმა სულ ჯანმრთელად გამყოფოთ, გამიხარდა რომ ყველაფერი კარგად ჩამთავრდა! დიდ ხანს სიცოცხლეს გისურვებთ.
11:47 / 20-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ქალბატონო ნატო, გისურვებთ დიდ ჯამრთელობას,კეთილ დღეობას, ბედნიერებას თქვენ და თქვენ დიდ ლამაზ ოჯახს
10:31 / 20-08-2014
გამოხმაურება / 0 /
გეგა ლომიძე
ნატული ვცოცხლობ შენი როლებით..ღმერთმა გაშოროთ ავადმყოფობა და ფათერაკები..სულ მაგრად უნდა იყო ულამაზესო და უსათნოესო ქართველო ასულო....გვიმრავლოს ქართველებს შენნარი ნიჭიერი და ლამაზი სულის ქალბატონები.......
08:55 / 20-08-2014
გამოხმაურება / 0 /
qali
გისურვებ აბსოლუტურ გამოჯამრთელებას, სცენაზე დაბრუნებას, ქმარშვილთან ხანგრძლივ და ტკბილ ცხოვრებას და ყველაფერს კარგს, გარგი ქალი და კარგი ადამიანი ხართ, იმრავლოს საქართველოში შენისთანებმა შენთან ერთდ.
21:44 / 19-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია მაჩხანელი
კარგი გოგო ხარ შენ ნატა , დიდხანს უნდა იცოცხლო.
18:14 / 19-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ღმერთმა გიშველოთ და გაცილოთ განსაცდელი!
18:08 / 19-08-2014
გამოხმაურება / 0 /
Tbiliseli mayurebeli
ძვირფასო ნატა , ფერიცვალებას გილოცავთ და გამოჯანმრთელებას გისურვებთ , არ შემეძლო სტატუსზე ორიოდე ტბილი სიტყვა არ დამეწერა,რადგან როგორც მრავალ თქვენს მაყურებელს მეც ბევრჯერ აღფრთოვანებული დავბრუნებულვარ სახლში და რამოდენიმე დღე გამყოლია ის სიამოვნება რაც ტქვენს სპეკტაკლებზე მიმიღია .მინდ გითხრათ რომ ბევრ თქვენ უცნობ მოქალაქეს უყვარხართ , ისე როგორც მე .....
17:35 / 19-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
ნატალია საყვარელო! ძალიან კი მეწყინა,მე ასეტი დიაგნოზების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. და თან კარგად მესმის რას ნიშნავს ეს ყველაფერი.ძალია, ძალიან მიხარია რომ კარგად ხარ. ღმერთმა მრავალ დღევანდელ დღეს დაგასწროს. კვირის ვოცვაში მოგიხსენიებ. ნატალია ალბათ ხომ ? ყფალმა გაგაძლიეროს და დაგიფაროს. ძალიან გვიყვარხარ.
16:37 / 19-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ძალიან მიყვარხარ ნატა, ჯანმრთელობას გისურვებ
16:09 / 19-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS