- კესო, შენი აზრით ანაკლიაში ''კაზანტიპის'' ფესტივალი უნდა ჩატარდეს?
- რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს, იმისთვის, რომ ხალხი ცოტა გამოფხიზლდეს.
- გამოფხიზლებაში რას გულისხმობ?
- მსგავსი ტიპის ფესტივალები უნდა ტარდებოდეს, რადგან ჩვენი კლუბური ცხოვრება
- აპირებ ფესტივალს დაეწრო?
- რა თქმა უნდა. კლუბური ცხოვრება გადაბმულად დამღლელია, მაგრამ ერთი ორი დღით შეიძლება გაერთო.
- ''კაზანტიპის'' ბილეთები უკვე გაქვს?
- მეგობარმა ბიჭმა ამიღო, ოღონდ ჯერ არ გადმოუცია.
- ალბათ იცი, რომ ეკლესია ამ ფესტივალის ჩატარებას ეწინააღმდეგება. ფიქრობენ, რომ ''კაზანტიპი'' გარყვნილების პროპაგანდა იქნება.
- მერე რა, ეს ბუნებრივიცაა. გარყვნილების პროპაგანდა ბევრგანაა, მაგრამ არ კრძალავენ.
21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ვვითარდებით. ეკლესიურად კლუბში სიარულიც ცოდვაა.
- ფიქრობენ, რომ ფესტივალმა შეიძლება ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი გაზარდოს საქართველოში.
- მე არ ვამბობ, ანაკლიაში ნარკოტიკები უნდა ეყაროს, მაგრამ ფესტივალის ჩატარებას დადებითად ვუყურებ.
- ზოგმა გააპროტესტა ფესტივალი, რადგან არ უნდოდათ, სექსი პლაჟზე ენახათ. პირადად შენ რას ელი ამ ფესტივალისგან? რატომ გინდა, რომ დაესრწრო?
- ჯერ გადავხედავ ვინ რამდენად გახსნილი და ენერგიული იქნება და იმის შემდეგ მოვიფიქრებ.
- დასწრებიხარ ყირიმში ''კაზანტიპს''?
- ვყოფილვარ ბევრ მსგავსი ტიპის ფესტივალზე. ანაკლიაში ჩატარებული ''კაზანტიპი'' ჩემთვის უცხო არ იქნება.
მერი კობიაშვილი




















