08 აგვისტო, 2014
მარინა მიზანდარი გათხოვდა

მარინა მიზანდარი საზოგადოებისთვის ცნობილი ჩაცმის განსაკუთრებული სტილით გახდა

ყოფილი კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინა მიზანდარი გათხოვდა. ინფორმაცია ქალბატონი მარინას ''ფეისბუქის'' პირადი გვერდიდან გახდა ცნობილი.

სიძის გვარი ჩვენთვის უცნობია, თუმცა როგორც მილოცვებიდან ჩანს, მას ვანო ჰქვია. ''ვანიჩკა და მარინაჩკა, ვუერთდები თქვენს ბედნიერებას'' - წერენ სოციალურ ქსელში მიზანდარს.

მარინა მიზანდარი საზოგადოებისთვის ცნობილი ჩაცმის განსაკუთრებული სტილით გახდა, მის თავსაბურავები და ტანსაცმლის შეხამება დიდი ხანი იყო განხილვის საგანი.

Rating

თუმცა როგორც ქორწილის ფოტოებიდან ჩანს, ფაქტია, რომ პატარძალი, ყოველდღიურობისგან განსხვავებით, საკუთარ ქორწილში
საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებოდა.

Rating

ცნობილი სახებიდან მიზანდარის ქორწილს დაესწრნენ მსახიობი რამაზ იოსელიანი. პიონერფილმის ხელმძღვანელი და ბევრისთვის საყვარელი პედაგოგი გრიშა ჩიგოგიძე.

Rating

როგორც ჩანს, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ქალბატონ მარინას პირადი ცხოვრებისთვის უფრო მეტი დრო დარჩა და ქორწილმაც არ დააყოვნა.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
************
რამდენი წლის არის მარინა?
11:55 / 11-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS