- სალომე, ცოტა ხნის წინ, შენს ''ფეისბუქის'' გვერდზე ახალი სტატუსი ვნახე, - ''დიეტის მერვე დღე''. რატომ დადგა შენს დღის წესრიგში დიეტის
- გემრიელი კვება ყოველთვის მიყვარდა. განსაკურებით ცომეული, ტკბილეული, რაც ყველაზე მატად ასუქებს… ზუსტად მახსოვს, 28 ივლისი იყო, იმ დღეს ბევრგან ვიყავი სტუმრად და დიდი რაოდენობით ტკბილეული მივირთვი. გარეთ გამოვედი და ქუჩაში იმდენმა ლამაზმა, გამხდარმა და გარუჯულმა გოგომ ჩამიარა გვერდზე, ისტერიკა დამემართა. საკუთარ თავზე გავბრაზდი. ხომ შეიძლებოდა მეც ვყოფილიყავი ასეთივე გამხდარი, რომ მომენდომებინა-მეთქი. გოგო რომ ხარ და თავი მოგწონს, ფეხსაცმელზე თასმის შესაკრავად რომ დაიხრები, მუცელმა ხელი არ უნდა შეგიშალოს (იცინის).
- სხვა დროს არ ყოფილხარ დიეტაზე?
- როგორ არა, ბევრჯერ დამიწყია, მაგრამ ცუდად ვხდებოდი. დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ენერგიას ვხარჯავ და სანაცვლოდ რომ ვეღარ ვიღებდი, თავბრუ მეხვეოდა და ვიქცეოდი. ამიტომ გადაწყვეტილი მქონდა, რომ არასდროს აღარ დავიცავდი დიეტას, მაგრამ… ჩემი დიეტა არ არის დაწერილი, დღეებზე და საათებზე განაწილებული. უბრალოდ აღარ მინდება გემრიელი საჭმელები. თავს კი არ ვიკავებ, აღარ მინდება.
- ეგ როგორ?
- აი ასე, პირველი ორი დღე მართლა გამიჭირდა. განსაკუთრებით ტკბილეული მინდოდა ძალიან, მაგრამ ახლა მივეჩვიე. გაზიანი წყალი მიყვარს და შევცვალე მინერალური წყლით. კვების რაციონიდან ამოვიღე პური, ცომეული და ტკბილეული. ძირითადად ვჭამ: კიტრსა და პომიდორს, წიწიბურას, მაწონს, კეფირს. ხორცეულიდან მხოლოდ მოხარშულ ქათმის ხორცსა და მოხარშულ სოსისს გეახლებით. 7 საათის მერე საერთოდ არ ვჭამ. თუ ძალიან მომშივდება, საზამთროს გეახლებით ხოლმე. ტკბილეული ხილით ჩაავანაცვლე.
- 8 დღეში რამდენი კილოგრამი დაიკელი?
- სამნახევარი. 49 კილოგრამი მინდა ვიყო. ასე რომ, ჯერ შვიდი კიდევ მაქვს დასაკლები.
- ალბათ სტიმული გაქვს, ასეთი ნებისყოფა რომ აღმოგაჩნდა…
- ალბათ, ესეც არის… ემოციურად რთული პერიოდი მქონდა, ოღონდ, ნუ დამაკონკრეტებინებთ, რატომ და რისთვის. გადავწყვიტე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და საკუთარ გარეგნობას მივხედე.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















