02 აგვისტო, 2014
სოციალურ ქსელში ფეხმძიმე მაკა ძაგანიას პირველი ფოტო გავრცელდა
თუ ვინმეს გათხოვება, ან დაფეხმძიმება გინდათ, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მოდით, გათამაშებთო როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, მსახიობი მაკა ძაგანია მსახიობ გია ცერცვაძეზე გათხოვებას და ფეხმძიმობას მალავდა. მაკას გათხოვების ამბავი სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' გადამღები ჯგუფისთვისაც მოულოდნელობა იყო.

სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში წერდა, თუ ვინმეს გათხოვება, ან დაფეხმძიმება გინდათ, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მოდით, გათამაშებთო.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფეხმძიმე მაკა ძაგანიას ფოტოს ბევრი კომენტარი მოჰყვა. მაყურებლის უმრავლესობა სცენარისტს სთხოვს, მაკას გმირი პეტრესგან დაფეხმძიმდეს და თამაში გააგრძელოს. ბევრ
მათგანს არ მოსწონს, რომ სერიალში ძველი მსახიობები აღარ თამაშობენ.

შეგახსენებთ, რომ სერიალი კატოს როლის შემსრულებელმა ლელა მებურიშვილმაც დატოვა ფეხმძიმობის გამო.

სერიალის გადამღები ჯგუფი ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს იქნება თუ არა მაკა ძაგანია ''ჩემი ცოლის დაქალების'' მომდევნო სეზონში.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ქეთინო
რა გინდათ ამ გოგოსთან. გენიალური გოგოა. კაცო რადგან ასეთი როლი აქვ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მაკა ასეთია. ცოტა ზრდილობიანად რა ძალიან გთხოვთ. პატივი ეცით ყველას!!!
21:30 / 24-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნნნნ
არ გვაინტერესებს
12:35 / 06-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ნეტა არ ტლინკაობდე რა, პატრონი სად გკავს სძინავს?
23:10 / 05-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ololo
იმდენად ამაზრზენი როლშია ეს გოგო სერიალში რომ ნაღდად მირჩევნია დაახვიოს რა. ვერც კი წარმომიდგენია რომ ეს გოგო ცხოვრებაში შეიძლება სხვანაირი იყოს. ანტიპატიას იწვევს საშინლად. გოგოებო არასოდეს არ გახდეთ ისეთები როგორიც მაკაა თინას როლში, თორემ კაცი არ გაიჭაჭანებს თქვენს გვერდით
09:40 / 04-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
''შენც ჩემო ბრუტუს?'' შენი როლიდან გამომდინარე არ მეგონა მუცლით შენც თუ იპოზიორებდი. ჯობდა უამისოდ.
14:57 / 03-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
დააბრუნეთ მხიარული კატო და არ გაუშვათ თინა. რეჟისორს ვთხოვ საამისოდ იმუშაოს და ბევრი მადლობელი დაგრჩებით :)
14:40 / 03-08-2014
გამოხმაურება / 0 /
რემედიოსი
ნატო გეთანხმები!კატოს შეცვლა ძალიან ცუდი იყო.ლელა მებურიშვილმა აბსოლუტურად სხვა პერსონაჟი შექმნა.კატო ნამდვილად ა. იყო...
10:50 / 03-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატო
არ უნდა გაუშვან, უნდა დატოვონ, ანი ხომ დატოვეს ,ამან რა დააშავა, გათხოვების უფლება ყველას აქვს. და კიდე, მიუხედავად იმისა რომ ძაან ნიჭიერი მსახიობია ცოტნეს როლში, ცოტა უკვე მოგვბეზრდა ეს პოლიტიკური ავანტიურები, გვინდა სიმხიარულის და იუმორის ელემენტები, ამიტომ წინადადება შემომაქვს დააბრუნეთ პირველი და ნამდვილი კატო და დარწმუნებული ვარ ისევ ისეთი სახალისო და სიცოცხლით სავსე სერიალი იქნება და ყველა გახარებული კმაყოფილები დავრჩებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ ხალხის ამდენი ხნის სურვილი , დაგვიბრუნეთ ჩვენი მხიარული და საყვარელი პირველი კატო.
16:01 / 02-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS