მაყურებლის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პროექტს კონკურსანტი მარიკო ლეჟავა ტოვებდა, ვეტო დაადეს.
ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ვეტო - ლათინური სიტყვაა და
ამ გადაწყვეტილებას "საქართველოს ვარსკვლავის" გვერდზე ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. საგრძნობლად იმატა უარყოფითმა კომენტარებმა პროექტის ორგანიზატორების მიმართ. მათი აზრით, ეს იყო უსამართლობა მაყურებლის მიმართ, რომლებმაც ზარები არ დაიშურეს იმისთვის, რომ თავიანთი ფავორიტი ოთხეულში ეხილათ და ახლა ისევ ხუთეულში უნდა იყოს და სამეულში მოხვედრის შანსი შეუმცირდათ.
ნაწილი მიიჩნევს, რომ ვეტოს უფლება ჩავარდნილი ზარების რაოდენობის გასაზრდელად და მარიკო ლეჟავას გადასარჩენად გამოიყენეს. შემდეგ ტურში მარიკო რომ დარჩეს, მათი აზრით, მაყურებლისაგან დიდი აგრესია წამოვა და სამართლიანიც იქნება.
როგორც ვიცი, ვეტოს უფლების გამოყენებას მიმართავენ რეიტინგის გამოცხადების შემდეგ, რათა გადაარჩინონ გავარდნილი კონკურსანტი. ამ შემთხვევაში კი, ვეტო დაადეს მანამდე, სანამ მაყურებელი გაიგებდა, თუ ვინ იყო გაგდების კანდიდატი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წინა ლაივ-კონცერტზე რეიტინგი საერთოდ არ აჩვენეს, მაშინ მაყურებლის უნდობლობა და ეჭვი გასაკვირი არაა.
კონცერტის დასრულებისთანავე დავუკავშირდი პროექტის ერთ-ერთ წამყვანს, გიორგი ქორქიას, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა: "არ ვიცი, რატომ დაადეს ვეტო. მე გაფრთხილებულიც არ ვიყავი და როდესაც ნიკა გვარამია სცენაზე ამოვიდა, ცოტა დავიბენი".
ვესტუმრე ნიკა გვარამიას "ფეისბუქის" გვერდსაც, სადაც კონცერტის მსვლელობის დროს მობილური ტელეფონის საშუალებით დაწერილი კომენტარი ვნახე...
იხილეთ სრულად




















