29 ივლისი, 2014
''სამეფო კარის თამაშების'' გმირს ტარიელის როლში გადაიღებენ? - ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღებები იწყება
მალე გადავიღებთ ტარიელის ნესტან-დარეჯანთან ქაჯეთის ციხეში შეხვედრას რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე მორიგ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. დიდგორის ბრძოლის შემდეგ რეჟისორმა გადაწყვიტა, კვლავ ისტორიულ თემაზე ემუშავა და ამჯერად ყურადღება უკვდავ პოემა ''ვეფხისტყაოსანზე'' შეაჩერა. ამჯერად ტრეილერის გადაღებები მიმდინარეობს, სადაც სხვა მსახიობები არიან დაკავებულები. რეჟისორს ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლად ''სამეფო კარის თამაშების'' გმირი ჯეისონ მომოა წარმოუდგენია.

- ნიკოლოზ, ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღების იდეა როგორ დაიბადა?
- ჯერ მხოლოდ რამდენიმე ტრეილერი გა
დავიღეთ, სადაც ტარიელის ბრძოლაა ასახული. მალე გადავიღებთ ტარიელის ნესტან-დარეჯანთან ქაჯეთის ციხეში შეხვედრას და იმ ვერსიაში უკვე წარმოდგენილი იქნება, როგორი მიმართულების ფილმი შეიძლება, რომ გამოვიდეს. მერე გვექნება ინვესტორებთან შეხვედრა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

Rating

- გადაწყვეტილი გაქვთ, მთავარ როლებს ვინ შეასრულებენ?
- რაც გადავიღეთ, ქართული მოცეკვავეები არიან დაკავებული. გადაწყვეტილი გვაქვს, უცხოელმა მსახიობებმა შეასრულონ მთავარი როლები.
- უცხოელი მსახიობებიდან ვის შესთავაზებთ მიუზიკლში მონაწილეობას?
- ამაზე საუბარი ნაადრევია. ახლა მიმდინარეობს ვარჯიში თუ რამდენად კარგად გავართვმევთ თავს ასეთი მასშტაბური ფილმის გადაღებას.
- მაინცდამაინც მიუზიკლის გადაღება რატომ გადაწყვიტეთ?
- პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართული ცეკვა იქნება წარმოდგენილი კარგად და პოპულარიზაციას გავუწევთ ''ვეფხისტყაოსანს'', ქართულ ცეკვას და კულტურას.
- ფილმის დასრულებას როდის გეგმავთ?
- როგორც კი გვექნება ფინანსები, დავიწყებთ ფილმზე მასშტაბულ მუშაობას. რეალურად ფილმი უკვე შეკრულია. მოგვიანებით მხოლოდ სცენარს დავხვეწავთ და განვავითარებთ. გვინდა, ერთი წლის განმავლობაში ფილმი უკვე დასრულებული იყოს.
- ტარიელის როლზე ვინ წარმოგიდგენიათ?
- ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის და წინასწარ რა აზრი აქვს. ჯეისონ მომოა წარმომიდგენია ტარიელის როლში, მაგრამ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მაგარი მსახიობი და ტიპაჟია.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
gocha
ხო არ გააფრინა ამ ხალხმა? რუსკა მაყასვილი,გიორგი ვარდოსანიძე,თორნიკე გოგრიჭიანი,კახა კინწურაშვილი და სხვა ბრწყინვალე არტისტებს უნდა ეთამაშათ ვეფხისტყაოსნის მთავარი როლი და ეს ტიპი ვიღაც ჯეისონის გადაღებას აპირებს?თანაც რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი იყო და ეს ხომასურიძე ვინ ოხერია?
11:56 / 30-07-2014
გამოხმაურება / 0 /
lsd
მარიკო-ს ყოჩაღ მაგრად გამაცინე
11:31 / 30-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
კარგი იქნება,დიდი სურვილი მაქვს ვნახო როგორი გამოვა.ძალიან გამიხარდა რო ბოლობოლო გადაიღებენ
19:42 / 29-07-2014
გამოხმაურება / 0 /
mariko
კომუნისტების დროსაც უნდოდათ ვეფხისტყაოსანის გადაღება. ყველა მთავარ როლზე უცხოელები დაასახელა ერთ-ერთმა მოწვეულმა რეჯისორმა. ვიღაცამ იკითხა, კი მაგრამ ქართველი მსახიობებს რა როლები ექნებათო? გაეღიმა ნოდარ დუმბაძეს და ირონიულად უპასუხა უპასუხა, ქაჯებს შესრულება არ უნდათო?!
17:34 / 29-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ბექა
რატომ არ შეიძლება, ოტტო, არგუმენტი თქვი. ღმერთო ეს ხალხი როდემდე უნდა ბოდავდეს სისულელეებს
16:02 / 29-07-2014
გამოხმაურება / 0 /
კოკო
კი ბატონო გადაიღოს თუ ფული და კიდევ ერთი ადგილი აქვს მაგრამ მემგონი ენის მეტი არაფერი აქვს
16:02 / 29-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ოტტო
ჩემი აზრით ვეფხისტყაოსნის გადაღება არ შეიძლება.
15:13 / 29-07-2014
გამოხმაურება / 0 /
იმერელი
თურქები იღებენ სურათებს თავიანთ სულთნებზე და ჩვენმა სახელოვანმა მეფეებმა რა დააშავეს.
15:09 / 29-07-2014
გამოხმაურება / 0 /
კოკო
სად შეიძლება რომ ვნახოთ ნიკოლოზ ხომასურიძის სხვა მასშტაბური პროექტები?
15:01 / 29-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS