29 ივლისი, 2014
''სამეფო კარის თამაშების'' გმირს ტარიელის როლში გადაიღებენ? - ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღებები იწყება
მალე გადავიღებთ ტარიელის ნესტან-დარეჯანთან ქაჯეთის ციხეში შეხვედრას რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე მორიგ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. დიდგორის ბრძოლის შემდეგ რეჟისორმა გადაწყვიტა, კვლავ ისტორიულ თემაზე ემუშავა და ამჯერად ყურადღება უკვდავ პოემა ''ვეფხისტყაოსანზე'' შეაჩერა. ამჯერად ტრეილერის გადაღებები მიმდინარეობს, სადაც სხვა მსახიობები არიან დაკავებულები. რეჟისორს ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლად ''სამეფო კარის თამაშების'' გმირი ჯეისონ მომოა წარმოუდგენია.

- ნიკოლოზ, ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღების იდეა როგორ დაიბადა?
- ჯერ მხოლოდ რამდენიმე ტრეილერი გა
დავიღეთ, სადაც ტარიელის ბრძოლაა ასახული. მალე გადავიღებთ ტარიელის ნესტან-დარეჯანთან ქაჯეთის ციხეში შეხვედრას და იმ ვერსიაში უკვე წარმოდგენილი იქნება, როგორი მიმართულების ფილმი შეიძლება, რომ გამოვიდეს. მერე გვექნება ინვესტორებთან შეხვედრა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

Rating

- გადაწყვეტილი გაქვთ, მთავარ როლებს ვინ შეასრულებენ?
- რაც გადავიღეთ, ქართული მოცეკვავეები არიან დაკავებული. გადაწყვეტილი გვაქვს, უცხოელმა მსახიობებმა შეასრულონ მთავარი როლები.
- უცხოელი მსახიობებიდან ვის შესთავაზებთ მიუზიკლში მონაწილეობას?
- ამაზე საუბარი ნაადრევია. ახლა მიმდინარეობს ვარჯიში თუ რამდენად კარგად გავართვმევთ თავს ასეთი მასშტაბური ფილმის გადაღებას.
- მაინცდამაინც მიუზიკლის გადაღება რატომ გადაწყვიტეთ?
- პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართული ცეკვა იქნება წარმოდგენილი კარგად და პოპულარიზაციას გავუწევთ ''ვეფხისტყაოსანს'', ქართულ ცეკვას და კულტურას.
- ფილმის დასრულებას როდის გეგმავთ?
- როგორც კი გვექნება ფინანსები, დავიწყებთ ფილმზე მასშტაბულ მუშაობას. რეალურად ფილმი უკვე შეკრულია. მოგვიანებით მხოლოდ სცენარს დავხვეწავთ და განვავითარებთ. გვინდა, ერთი წლის განმავლობაში ფილმი უკვე დასრულებული იყოს.
- ტარიელის როლზე ვინ წარმოგიდგენიათ?
- ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის და წინასწარ რა აზრი აქვს. ჯეისონ მომოა წარმომიდგენია ტარიელის როლში, მაგრამ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მაგარი მსახიობი და ტიპაჟია.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
თემო
მოკლედ და სამართლიანად რომ ვთქვათ მხოლოდ ქართველები უნდა იყოს როლში
18:16 / 06-08-2014
გამოხმაურება / 0 /
რეზო
ეტყობა, დოლ-გარმონიც მრავლად იქნება. საინტერესოა, ბერას შემოქმედება არ იქნება წარმოდგენილი? ძალიან მოუხდებოდა "ვეფხისტყაოსანს"!
01:03 / 01-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
არა რააა, არააა!! ვეფხისტყაოსანს მაინც დაანებონ თავი. უცხოელები კი არა, ქართველები ვერ იგებენ რეალურად რა დევს ვეფხისტყაოსანში. მშრალი სიუჟეტებით და რაღაც ამოგლეჯილი ეპიზოდების გაცოცხლებით, საერთოდ დაამახინჯებენ წიგნის არსს. ჩაყრიან ათას უაზრო სცენას :((((. სხვა თემები არაა? დაილია? რაღა მაინცდამაინც ეს, რატომ ეჭიდები ასეთ რამეს?!:(((((((
18:30 / 31-07-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
დიდგორის ბრძოლა გადაიღეს?
18:18 / 31-07-2014
გამოხმაურება / 0 /
დდდდ
პირველ რიგში ის გამიხარდა რომ იდეა საქართველოდან მიდის. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მთავარია გამოვიდეს.
17:11 / 31-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ჯერ სცენარი დაგეწერა, მერე ფული გეშოვნა, და მერე გეფიქრა ფილმის გადაღებაზე....საცოდავი საქართველო ასეთი პროფესიონალების ხელში
14:20 / 31-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლულუ
ხო რუსკა მაყაშვილი და გიორგი ვარდოსანიძე არიან ბრწყინვალენი და ეს კიდე "ვიღაც" ჯეისონია :))) გამაცინე გოჩა ძალიან
14:19 / 31-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მეგრელი
ამ "რეჟისორის" ნამუშევარი რამე თუ გინახავთ? ვერც ნახავთ .... მ იმიტომ ,რომ მაგი კაცი ისეა რეჟისორი, როგორც მე - ჩინეთის პრემიერ -მინისტრი... რურუას გამოჩეკილი "რეჟისორი" ატკატების გამპრავებელია და მეტი არაფერი მოუნდა ახლა ვეფხისტყაოსნის გადაღება, ცოტა პატარათი დაგეწყო შე საწყალო...
14:15 / 31-07-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
კიბატონო გადაიღონ მაგრამ ქართველებმა არა საქართველოში არა და ქართველი მსახიობებით დაკომპლექტებული არა, თორემ ძალიან დამწყდება გული იმის გამო რომ საშინელება გამოვა
22:33 / 30-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ანიტა
რა გეშველებააათ, :D :D :D :D :D :D :D
15:14 / 30-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS