28 ივლისი, 2014
ანი მიროტაძე მერაბიშვილთან გადაღებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებს - ''ვერანდაზე იყო სუფრა გაშლილი''...
გავიგეთ, რომ საშუალება გვქონდა კითხვები მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილისთვის დაგვესვა გუშინ სოციალურ ქსელში დეპუტატ ანი მიროტაძის და ვანო მერაბიშვილის საერთო ფოტო გავრცელდა. მაშინ მერაბიშვილი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ, ანი ჟურნალისტი. სუფრასთან მათთან ერთად ჩანს, ასევე ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი. მერაბიშვილს ხელში ჭიქა უჭირავს და სავარაუდოდ სადღეგრძელოს ამბობს. ფოტო სოციალურ ქსელში სკანდალის მიზეზი გახდა, უამრავმა ადამიანმა გააზიარა.

- ანი, სად არის გადაღებული ეს ფოტო?
- პირველ რიგში ვადასტურებ, რომ ფოტოზე ნამდვილად მე ვარ, არანაირი ფოტოშოპი
აქ არ არის. უბრალოდ ამ ფოტოს არსებობის შესახებ ამ დრომდე არაფერი ვიცოდი. ფოტო გადაღებულია 2008 წლის აგვისტოს ომის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში. მაშინ საიფორმაციო სააგენტო ''პირველის'' ხელმძღვანელი ვიყავი. დამირეკეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში დამიბარეს. ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდეება, მაგრამ იმ დღეს სამინისტროში 100-მდე ჟურნალისტმა მოვიყარეთ თავი. იქ გვითხრეს, რომ კარალეთში ჯარისკაცებთან შესახვედრად უნდა წავსულიყავით, რადგან მათთან შეხვედრა და მხარდაჭერის გამოცხადება პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. წინააღმდეგობა არავის გაუწევრია, ჩაგვსვეს სამინისტროს მიერ მობილიზებულ ტრანსპორტში და კარალეთში წაგვიყვანეს, სადაც დისლოცირებული იყო ქართული ჯარის ნაწილი. იქვე გავიგეთ, რომ საშუალება გვქონდა კითხვები მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილისთვის დაგვესვა. იქ წაგვიყვანეს სადაც ვანო და სხვა მაღალჩინოსნები გველოდებოდნენ. ყველასთვის მოულოდნელი იყო გარემო, რომელიც იქ დაგვხვდა. ვერანდაზე იყო სუფრა გაშლილი.
- რა სადღეგრძელოს სვამდა ბატონი ვანო, გახსოვს?
- სულ 2-3 სადღეგრძელო დალია, ძირითადად პატრიოტული ხასიათის... ყველაზე უცნაური ის არის, რომ ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები განიარაღებულები შეგვიყვანეს შეხვედრაზე. თან არავის არ გვქონდა არც კამერა, არც დიქტოფონი და არც ფოტოაპარატი. შესაბამისად ფოტო, რომელიც გავრცელდა ვფიქრობ, რომ ფარულად არის გადაღებული.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS