მუსიკალური ნუმერიც სიურპრიზი აღმოჩნდა - ლამაზი ქართული სიმღერა „იმედის კლინიკის“ დამფუძნებლის და ხელმძღვანელის დავით კობეშავიძის შვილიშვილმა ანა კობეშავიძემ შეასრულა.
მეორე ტურში წამყვანთან ერთად რამდენიმე კითხვა კლინიკის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა დავით კობეშავიძემ დასვა და იუბილარ კლინიკაზე, მის საქმიანობაზე ისაუბრა.
მეტად საინტერესო პირველი და მეორე ტურების შემდეგ,
საბოლოოდ ამ მხიარულ ინტელექტუალურ ასპარეზობაში გამარჯვება იზა ბაჯელიძემ მოიპოვა. მას საჩუქრდა ისრაელის სახელმწიფოს სახელით დაწესებული პრიზი - ნოუთბუქი გადაეცა. კლინიკის ხელმძღვანელებმა კი სამივე ფინალისტი კოსმეტიკური პროდუქციით დააჯილდოვეს.




















