25 ივლისი, 2014
რატომ შეიძლება, დაბლოკონ ნუცა ბუზალაძე ''ახალ ტალღაზე'' - რუსული ესტრადის მზე ჩაესვენა?!..
როგორც ჩანს, მაყურებლისთვის, რომელიც იურმალაზე იკრიბება, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს არც იმას, როგორ გამოიყურებიან მისი საყვარელი მომღერლები გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულები, ალბათ, იმას იკითხავთ, როდის ამოესვენა, უკან რომ ჩასვენებულიყოო, მაგრამ ფაქტია, თავად რუსეთში და მეზობელ ქვეყნებში მათი ესტრადის წარმომადგენლები უყვართ და მიუხედავად იმისა, რომ ''სამნოტიანი სიმღერები'' რუსების რეპერტუარის 99,9%-ს შეადგენს, მას თავისი მრავალმილიონიანი მომხმარებელი მაინც ჰყავს.

Rating

მეორე მხრივ, თუკი ''ძინტერის'' წლევანდელი სცენის მკვიდრთ შევხედავთ, ერთი ტენდენცია უდავო იქნება - რუსულ ესტრადას მართავს მაფია, რომელიც ნიჭიერ და
ახალგაზრდა ადამიანებს გასაქანს არ აძლევს. აბა, სხვა რით აიხსნება, რომ ამდენი წლის შემდეგ, ბოტოქსებამოყრილი ვალერი ლეონტიევი, ასევე ბოტოქსის აშკარა და გადამეტებული თაყვანისმცემლები, ლაიმა ვაიკულე, ლუბა უსპენსკაია, ბორის მოისეევი და მათი სულიერი და-ძმები კვლავ ჯიუტად დგანან მაყურებლის წინ და ვერაფრით გასცდნენ ასე მობეზრებულ ''აკაპულკოს'', ''ვერნისაჟს'' და მსგავს სიმღერებს, რომელთა დრო ნათელია, უკვე წავიდა.

Rating

მაგრამ, როგორც ჩანს, მაყურებლისთვის, რომელიც იურმალაზე იკრიბება, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს არც იმას, როგორ გამოიყურებიან მისი საყვარელი მომღერლები, არც მათ სრულ უსუსურობას სცენაზე, ცეკვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხელის ნორმალურად აქნევაც რომ აღარ ძალუძთ... ვოკალის თემას, ჯობს, საერთოდ ავუაროთ გვერდი, რადგან ''სამნოტიანებსაც'' რომ ვერ ასრულებ ყურისთვის მისაღებად, არ ჯობია, საერთოდ დატოვო შოუბიზნესი?!..

Rating

რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები თან ფულს აკეთებენ, თან ძალიან კარგად იმხიარულებენ თავიანთ თავს, მაგრამ მომავლისკენ არ იყურებიან. იმის მაგივრად, რომ რა გამოცდილებაც დაუგროვდათ (თუკი ამას შეიძლება, გამოცდილება დავარქვათ), ახალგაზრდებისთვის ხელის წაკვრას მოახმარონ, ცოცხალი თავით არ ტოვებენ სცენის მიდამოებს და ალბათ, არც არასდროს დატოვებენ, რადგან მარტივი ფული, რასაკვირველია, ძალიან ტკბილია...

Rating

რაც შეეხება წლევანდელი ''ახალი ტალღის'' მონაწილეებს, სუბიექტურობაში არავინ უნდა ჩამოგვართვას, როცა აღვნიშნავთ, რომ ''ჯი-დი-ეს''-ის ძალიან კარგი მუსიკალური სკოლის, ასევ ვთქვათ, ''კურსდამთავრებული'', ნუცა ბუზალაძე, ათი თავით ჯობნის დანარჩენ კონკურსანტებს.

Rating

ვიღაცას შესაძლოა, მისი იმიჯი არ მოსწონდეს, ვიღაცას ვარცხნილობა, მაკიაჟი თუ სხვა რამ, მაგრამ ერთი კონსენსუსი საზოგადოებაში არსებობს, ამ გოგონას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კარგ მომღერლად ჩამოყალიბდეს, ხმა, მაყურებელთან ურთიერთობის კულტურა, სცენაზე შესანიშნავად წარმოაჩენს თავს, ძალიან პლასტიკურია და მოკლედ, პირველივე გამოსვლისას ფურორი მოახდინა.

Rating

თუმცა, მისი საცეცები ვერ შეეხო ფილიპ კირკოროვს, უფრო სწორად, შეეხო, მაგრამ თავისი უკრაინელი კონკურსანტი ჰყავს ''საპატრონო'', რომლის პროდიუსერიც გახლავთ, ამიტომაც რატომ დაუწერს ნუცას 11 ქულას? ასეთი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არაფერი გვსმენია. ჟიურიში იჯდეს ადამიანი, რომელიც ქულებს ასე მიკერძოებულად წერს და თავის კონკურსანტს 11 ქულაზე ნაკლებს არ უწევს? გასაოცარია პირდაპირ. ამას ჩივის ნუცას პროდიუსერი, კახა მამულაშვილიც, რომელიც კირკოროვს სწორედ ასეთ მიკერძოებაში ამხელს.

ალბათ, ბევრი სკეპტიკოსი იმასაც იკითხავს, რატომ დავდივართ განუწყვეტილივ ამ რუსული წარმოშობის კონკურსზე, თუმცა რადგან გვყავს ჩვენი კონკურსანტი, მგონი, არავის გაუკვირდება, რომ მას ვგულშემატკივრობთ და გარკვეული შეკითხვები გვებადება ჟიურის ობიექტურობასთან დაკავშირებით.

აშკარაა, რომ ორი უკრაინელი მონაწილიდან რომელიმეს გაყვანა კონკურსის ორგანიზატორებსაც შეიძლება აწყობდეთ, მერე რომ თქვან, აი, უკრაინელებს როგორ პატივს ვცემთ და გვიყვარსო. ეს აშკარად, შორს გათვლილი პროპაგანდის ნაწილად შეიძლება იქცეს. ამის გამო, მესამე ტურზე, არ არის გამორიცხული, ნუცა ბუზალაძეს ქულები საგრძნობლად დააკლონ, რაც უსამართლობის უმაღლესი გამოვლენა იქნება.

სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
მარიკუნა
მართლა დაბოგმილი სტატიაა.ჯერ ერთ, მშვენივრად გამოიყურებიან(თავიანთ ასაკთან შედარებით).არ გინდა შენც?? მეორე,იურმალაზე კი არა ევროვიზიაზე რას დავდივართ, ეგ იკითხე. მესამე,Qართული შოუბიზნესის პატრონს რუსულ შოუბიზზე რა ხმა ამოგეგება. მეოთხე,არც ახალი,გემოვნებიანი ქართული სიმგერებით ვართ მაინცდამაინც განებივრებულები.საერთოდ რას მგერიან ქართულ კონკურსებზე,მოგისმენია? და მეხუთე, არც შენი ვარაუდი გამართლდა და ნუცას ყველამ 11 ქულა დაუწერა.
19:10 / 27-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლილი, თათია
დანარჩენების ფონზე გამოჩნდა თორემ დიდი არაფერი. ქართული სიმგერა, რომელიც ყველაზე მეტად გაგვეგებოდა (მარტო ე ნა არ იგულისხმება), ნუ, რა იყო იქ გაუგონარი და დანარჩენებშიც ფიჩინებდა,რა, უგემოვნოდ.მე ვიტყოდი ''არა''-ს.
09:33 / 27-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
მაგარი მიბოღმილის სტატია
02:04 / 27-07-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ეგ მიკერძოება აშკარა რომაა ჩანს,მარა რას გვიკეთებენ მელაძეები,გადაუხადონ სამაგიერო ამ კირკოროვს და არ დააჩაგვრინინ ჩვენი გოგო.წარმატებები ნუცას
14:28 / 26-07-2014
გამოხმაურება / 0 /
otari
Ra vart aseti nichierebi evrovizia da iurmala banzobad ro migvachnia.rac magrebi vart qartvelebi vart?tu rogoraa chveni sakme
21:13 / 25-07-2014
გამოხმაურება / 0 /
?????????????????????????????????
გცოდნიათ რომ მაგარი ბანძი კონკურსია და რაღას მიდიხართ ეს ქართველები? იმ ევროვიზიის არ იყოს.
19:38 / 25-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ციცი
რაც არ უნდა მოხდეს, მსოფლიო ხედავს, რომ ნუცა გამოკვეთილი ლიდერია. არაჩვეულებრივი მონაცემების გოგოა და ვუსურვებთ დიდ წარმატებებს. ბრავო, ნუცა.
17:28 / 25-07-2014
გამოხმაურება / 0 /
რუს
ნუცას არაფერი აქვს დასაწუნი მაგ გოგოს ყვეაფერი უხდება ის იმიჯიც ვარცხნილობაც და მომღერალი ხომ საუცარია,,გავარტყი დებილ კირკოროვს
17:10 / 25-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუი
რუსული ესტრადის მზე რომ ჩაესვენა ამას გვამცნობს შავში შემოსილი თაიგულები...................ნუცას წარმატებას ვუსურვებ არა როგორც ქართველს არამედ როგორც კარგ მომღერალს
17:02 / 25-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS