25 ივლისი, 2014
გვანცა ბაგრატიონი ახალ სკანდალში გაეხვა - ''წერდნენ, კაცებს ვიზიდავდი ჩემი ლესბოსელობით''...
ჩემი სათქმელი ვთქვი და თუ უნდათ, პირდაპირ გაიგონ რეპერი გვანცა ბაგრატიონი, რომელიც ბოლო დროს უფრო ემსგავსება ბარბის თოჯინას, დღემდე თავისი უცნაური იმიჯით დღემდე იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. ცოტა ხნის წინ იმასაც ამბობდა, რომ უახლოეს მომავალში ზღაპრული ქორწილი ექნებოდა. რამდენიმე დღის წინ გვანცა კვლავ სკანდალში გაეხვა. სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბიჭები არ მოსწონდა. ამჯერად მასზე ამბობენ რომ ლესბოსელია.

- გვანცა, რამდენიმე დღის წინ ''ფეისბუქზე'' დაწერე, ''თუ ვინმეს იმაზე პრეტენზია აქვს, რომ მე ბიჭები არ მომწონს, შეგიძლიათ მეგობრებიდან
წამშალოთ''... სტატუსმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია…
- ბიჭები მაწუხებენ და ვიფიქრე, ამ სტატუსის მერე იქნებ აღარ შემაწუხონ-მეთქი. ჩემი ორიენტაცია ჩემი პირადი საქმეა და ამასთან დაკავშირებით ბევრი ლაპარაკი არ მინდა.
- სტატუსი ბევრმა ისე გაიგო, რომ გოგონები მოგწონს
- ბევრი გადაკეთებულ კაცსაც მიწოდებს (იცინის). ბოზსაც და რა ვიცი, კიდევ ათას სხვა რამეს. ოღონდ გული მოიფხანონ.
- რა თქმა უნდა, ორიენტაცია შენი უფლებაა, უბრალოდ გამიკვირდა, თუ გოგონები მოგწონს, ცოტა ხნის წინ გათხოვებას გეგმავდი?
- ვგეგმავ კიდეც. აბა, ცოლს ხომ არ მოვიყვან (იცინის).
- ?!
- დაგაბნიე?
- აშკარად. არ გინდა, უფრო გარკვევით თქვა? ისე, რომ მკითხველიც არ დაიბნეს.
- მოდი, მაშინ მკითხველს ასე ვეტყოდი. რასაც ვამბობ, მათ ყველაფერი უკუღმა ესმით. ზოგი რაღაცაში დარწმუნებულია და ზოგი კიდევ ისე აღიქვამს ყველაფერს, როგორც თვითონ უნდათ. ჩემზე რამდენიმე საოცარი კომენტარი ვნახე. წერდნენ, რომ პიარს ვიკეთებდი და კაცებს ვიზიდავდი ჩემი ლესბოსელობით. ასეთი რაღაცით როგორ შეიძლება, იზიდავდე კაცებს, როცა პირიქით ხდება ამ დროს... მე ჩემი სათქმელი ვთქვი და თუ უნდათ, პირდაპირ გაიგონ, თუ უნდათ პიარს მიაწერონ და თუ უნდათ, კაცების დასაფრთხობ საშუალებას.

სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
მიშიკო
მიყვარს ეს გოგო
23:17 / 31-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკუშა
მაგარი ხარ გვანც შენი ორიენტაცია არ მაინტერესებს რაც მართალია მართალია უმაგრესი ხარ ყველანაირად ! გასკდით გულებზე შურიანებო ;)
13:46 / 29-07-2014
გამოხმაურება / 0 /
თათკას
გეთანხმები.
23:53 / 28-07-2014
გამოხმაურება / 0 /
თათკას
გეთანხმები.
23:53 / 28-07-2014
გამოხმაურება / 0 /
თათკა
ვინ არის ეს გოგო ან რა გაუკეთებია, პრესაში რომ წერენ მასზე, ერთი დებილი და საცოდავი ადამიანია რომელსაც პოპულარობა უნდა და რაღაც სისულეებს იგონებს, რაღაცნაირად მეცოდება.
22:27 / 28-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯემო
ხო ეტყობა მარტო შენ არ გაინტერესებს მისი ორიენტაცია :D მე მაინტერესებს :P და არც მაინტერესებს პახოდუ :D მერე მე რა ქალი მოწონს თუ კაცი :D
14:58 / 27-07-2014
გამოხმაურება / 0 /
პატკა
ერთი კითხვა გამიჩნდა: ნუთუ მარტო მე მკიდია გვანცა ბაგრატიონის, იმიჯი, სექსუალური ორიენტაცია და საერთოდ, არსებობა?
01:07 / 27-07-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
თავის ცხოვრება აქვს და უნდა ქალი მოეწონება უნდა კაცი თქვენი საქმე არ არის ეს , საკუთარ თავებს და საკუთარ ცხოვრებას მიხედეთ სულ სხვაზე რომ ხართ მიჩერებულნი და ერთი სული რომ გაქვთ ცუდი გაიგოთ რამე რომ მერე იჭორავოთ უსაქმურებო! გვანცა მაგარი გოგო ხარ და მიაწეწი შენსას დაიკიდე ამათი უაზრო აზრები
17:57 / 26-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვისი რა საქმეა ვინ მოწონს და ვინ არა ყველამ თავის თავს მიხედოს !
21:41 / 25-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მიშ
მაგარი გოგოა გენაცვალე გვანც
21:37 / 25-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS