10 ივნისი, 2013
ნუკა გვალია ორსულადაა
არა, აზრი არ შემიცვლია, მაგრამ ბავშვის გაჩენაზე ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ. ეს ღმერთის საჩუქარია. ძალიან გვიხარია მეც და ჩემს ქმარსაც. ''საქართველოს ვარსკვლავის'' მონაწილის ნუკა გვალიას ''ფეისბუქის'' გვერდზე უცნაური ფოტო ვნახე წარწერით, ''მომილოცეთ, დედა ''ვიჩითები'', შოკური მდგომარეობა გვაქვს მე და ჩემს ბიჭს''. ბიჭში ნუკა ქმარს, ნიკუშა კობახიძეს გულისხმობდა. მერე სურათსაც დავაკვირდი, ფოტო ნუკას ფეხმძიმობის ტესტისთვის გადაუღია, რომელზეც დადებითი შედეგია დაფიქსირებული. ნუკას დავურეკე და ამ ახალი სასიამოვნო ამბის შესახებ ვკითხე.
- ნუკა, პირველ რიგში, გილოცავ ამ ახალ,
ნამდვილად სასიამოვნო ამბავს. შოკირებული ვარო, ''ფეისბუქზე'' წერდი, რატომ? არ იყო ეს თქვენს გეგმებში?

- არა, უბრალოდ, დავიბენი, პირველი შვილია, ემოციები ვერ დავმალეთ.
Rating
- მანამდე სიმპტომები გქონდა თუ რატომ ჩაიტარე ტესტი?

- არანარი, არც გული წამსვლია და არც გულის ფრიალი მქონია, ძლიერი ორგანიზმი მაქვს, ეტყობა.
- მე მახსოვს შენი ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც ამბობდი, ჯერ თვითონ ბავშვები ვართ მე და ჩემი ქმარი, თვითონ ვართ გასაზრდელები, რა დროს ჩვენი შვილიაო. შეიცვალე აზრი?
- არა, აზრი არ შემიცვლია, მაგრამ ბავშვის გაჩენაზე ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ. ეს ღმერთის საჩუქარია. ძალიან გვიხარია მეც და ჩემს ქმარსაც.
- როგორ შეატყობინე მეუღლეს ეს ამბავი?
Rating
- ტესტის პასუხი ვაჩვენე. თავიდან ვერ მიხვდა, რას ვაჩვენებდი (იცინის), მაგრამ მერე ყველაფერი გასაგები გახდა. მომილოცა.
- შენს მეუღლეს, ალბათ, ბიჭი უნდა...
- ჰო, მე - გოგო. ვნახოთ ვინ ქნება.

სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 63 /
შორენა
ნუკ, გილოცავ, ბედნიერ დედობას გისურვებ!
12:11 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ერთი გოგო...
მარაოზეც დავწერე,მაგრამ აქაც მივაწერ ზოგიერთი არაადამიანის თვალებმა რომ წაიკითხოს: თქვე დალოცვილებო,შესაძლოა ცოტა ზედმეტობაა თავისებურად ტესტის გამომზეურება,მაგრამ ეს ხომ იმაზე მეტყველებს რომ ამ გოგოს ძალიან გაეხარდა და ასე გამოხატა ემოცია...მაგრამ გამორიცხულია აქ უარყოფითი კომენტარი დაწეროს იმან ვისაც გამოცდილი აქვს ეგ მომენტი! გასაოცარია წუთებია,ემოციური და გინდა ყველას გაუზიარო შენი ბედნიერება...კიდევ ვიმეორებ შესაძლოა არ არის საჭირო ყველაფრის გასაჯაროება,მაგრამ ტესტზე(რომელზეც დადებითი პასუხია) გული რატომ უნდა აგერიოს?! მე ცრემლი მომადგა:) იცით რა?! დაბოღმილები კი არა ხართ ხალხნო, უბრალოდ შებოჭილები ხართ სასტიკად შინაგანად,მეტი არაფერი...
11:46 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მიშკა
აუუ მოკლედ ამ პაკაზუხა და კომპლექსიან ხალხს რა ეშველება!!!რა არის ეხლა ამ სურათში ამისტანა საშინელება??ახალი სიცოცხლე იბადება, გილოცავთ დედ-მამას, ბედნიერები იყავით ყოველთვის.საშინელება და გულის ამრევი ტუჩებმოპრუწული და კახპებივით ნახევრად შიშველი, სახეგადადღაბნილი პატარა გოგოების სურათებია, ზედ რომ ეტყობათ აბორტების რაოდენობა!!ნუკა გათხოვილია, ბედნიერია, ნიჭიერია და რაც მთავარია არ თამაშობს არაფერს, თავისას ისწორებს!!თქვენ კიდე შეუმდგარი წაკლა გოგოები ხართ, ვითომ მაგარი ზრდილობიანები, სინამდვილეში კიდე ვინ რა იცის როგორები ხართ!!მოგიყვანთ მერე ვიღაცა ცოლად და სულ სხვა შერჩებათ ხელში!!მიდი ნუკა მიაწექი, მაგარი გოგო ხარ და არასოდეს არ დაკარგო შენი ბუნებრივობა, "ვიჩითებიანი" ნუკა მირჩევნია თქვენისთანა ვაი-კაიგოგოებს!!ენები გაქვთ მოსაჭრელი ძირში, პირმყრალი და ბოღმა ქალი ჩემ მტერს!
11:41 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
nata
ბედნიერი დედა და ქალი გამყოფოს ღმერთმა. ძალიან ლამაზი გარეგნობა მოგცა ღმერთმა და ასევე ხმაც. იმედი მაქვს წაიკითხავ. სანამ "ვიჩითები" და ასე შემდეგ მსგავს ჟარგონს გამოიყენებ საუბარში მანამდე სერიოზულ აღიარებას და დაფასებას ვერ მოიპოვებ ნუკა. შეეცადე ქალური, და ნაზი გახდე, არ გიხდება. არც ერთ ქალს არ უხდება ის რაც არაა ქალური. გისურევბ წარმატებას.
10:34 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
დეგენერატია ზოგიერთი, კიარა უმრავლესობა,რაებს წერენ,შეგრცხვეთ მაინც! მიულოცეთ ადამიანს,დედა უნდა გახდეს და თუ ეს არ შეგიძლიათ,საერთოდ რას ტლიკინებთ ქალიან-კაციანად,რა თქვენი საქმეა თავის გვერდზე ვინ რას დადებს და დაწერს,მორალისტებო საკუთარ ცხოვრებას მიხედეთ!რაც არ მოგწონთ, თქვენთვის შეინახეთ,რადგან ყველა ერთი მორალით ვერ იცხოვრებს!!! ბედნიერი იყავი ნუკა!!!
09:28 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
კონკისტადორი!!! თავს მიხედე ჯობია! ბოგმიანები...
08:00 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ანი არ გხვენია?! ნუკა გილოცავ!
07:58 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კონკისტადორი
რაც დედა ის შვილი! თავქარიანები!!!
07:55 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
გილოცავ ნუკა, მაგრამ სიგარეტს თავი უნდა დაანებო, რადგან შვილს ეს არ მოუხდება. წარმატებები.
00:37 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
საწყალი ბავშვი ამ სულელი გოგოს ხელში. ალბათ რომ გააჩენს ბავშვის დასვრილ პამპერსსაც ესე საქვეყნოდ გამოფენს.
00:04 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS