24 ივლისი, 2014
''ნუცა ახლა მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს, ეიფორია უკვე დავივიწყეთ''
კიდევ ორი ტური გველოდება, წარმატებაზე საუბარი ნაადრევია ''ახალ ტალღაზე'' ქართველმა კონკურსანტმა ნუცა ბუზალაძემ პირველ ტურზე ფურორი მოახდინა. ნუცამ ჟიურისგან უმაღლესი ქულები მიიღო და პირველ ადგილზეა. საქართველოში მისგან უკვე ყველა გამარჯვებას ელის. დღეს კონკურსის მეორე ტურია, სადაც ნუცა სოფო ხალვაშთან ერთად ''ყვავილების ქვეყანას'' იმღერებს. კონკურსის შესახებ ნუცას პროდიუსერ კახა მამულაშვილს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- კახა, ელოდით ნუცას ასეთ წარმატებას?
- კიდევ ორი ტური გველოდება, წარმატებაზე საუბარი ნაადრევია. ნუცას იმედი, რა თქმა უნდა, მქონდა, პირველ ტურს კარგად
გაართვა თავი.
- როგორია დანარჩენი კონკურსანტების განწყობა? ალბათ ნუცაში ყველაზე დიდ კონკურენტს ხედავენ.
- რა თქმა უნდა. ნუცა ახლა მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს. ეიფორია უკვე დავივიწყეთ. მთავარია, შედეგის შენარჩუნება.
- ფილიპ კირკოროვს შეხვდით? თქვენთვის ხომ არ უთქვამს, 10 ქულა რატომ დაწერა. შეფასებამდე აშკარად ეტყობოდა, რომ ნუცათი აღფრთოვანებული იყო.
- კირკოროვს არ შევხვედრივარ. თუმცა ვიცი, რომ არავინ არ ეთანხმება მის გადაწყვეტილებას. თავადაც დიდი ხანი ყოყმანობდა, რას იზამდა. მთავარია, სხვებმა უკეთესად შეაფასეს.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS