სექსიმბოლო პატარძლის ამპლუაში შეუდარებლად გამოიყურება
შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში საქორწინო კაბაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ქართველი სექსიმბოლო პატარძლის ამპლუაში შეუდარებლად გამოიყურება. ფოტოებში სიძე არსად ჩანს და სავარაუდოდ ეს უბრალოდ რეკლამისთვის გადაღებული ფოტოებია.
თუმცა შესაძლებელია, მსახიობი და ტელეწამყვანი მალე მართლაც აღმოჩნდეს საკურთხევლის წინ. მისი რომანი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან წინ მიდის და როგორც რამდნიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, წყვილი ერთად გადავიდა საცხოვრებლად.
სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის