- რამაზო, საიდან გაჩნდა ამ პროექტის იდეა?
- ზაფხულია, ცხელა. ბუნებას, მზეს, სიმწვანესა და წყალს ეძებს ყველა. არც მე ვარ გამონაკლისი. მოვიფიქრეთ ეს ორიგინალური იდეა და მცხეთაში წავედით. კრისტის თეთრი კაბა ერთ დღეში შევქმენი. ტყავის
- რატომ?
- საქართველოში რომ ჩამოვდივარ, ძალიან მალე, მინიმუმ ხუთ კილოგრამს ვიმატებ. ფანტასტიკური სამზარეულო გვაქვს და უარის თქმა მიჭირს. ჭამიდან ხუთ წუთში დეპრესია მეწყება (იცინის). ყველა მეგობარს ვუყვებოდი, ეს რა გავაკეთე-მეთქი.
- კრისტი პრეტენზიულია გადაღების დროს?
- საკმაოდ, მაგრამ პროფესიონალია და მისგან ასატანია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში წყალში ჩასვლაზე წუწუნებდა, ცივია, არ ჩავჯდებიო, აქსესუარები მაწუხებსო (იცინის).
- შემდეგი პროექტი რომელ მოდელთან გაქვს ჩაფიქრებული?
- მოდელი არა, მაგრამ შორენა ბეგაშვილი მინდა გადავიღო. შორენას ყველა ერთი მხრიდან ხედავს. მე განსხვავებული შორენა მინდა დაგანახოთ. ჯერ კიდევ ვფიქრობ ამ პროექტზე. ეს ნამდვილი სიურპრიზი იქნება ყველასთვის. გარდა ამისა მინდა ხუთი ყველაზე ცნობილი და საქართვლოსთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი ქალბატონი შევმოსო და გადავიღო. ჯერ-ჯერობით სახელებს არ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ცნობილი ქაბატონები არიან, მდიდარი ისტორიით.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის




















