22 ივლისი, 2014
მურატ ილდირიმი საქართველოს მეორედ აგვისტოში ეწვევა
ილდირიმი იუნესკოს კეთილი ნების ელჩია მაისში საქართველოს ცნობილი თურქი მურატ ილდირიმი საქველმოქმედო მისიით ეწვია. მსახიობი ქართველმა მაყურებელმა თურქული სერიალიდან "სიყვარული და სასჯელი" სავაშ ბალდარის გმირით გაიცნო და დღემდე დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს.

ილდირიმი იუნესკოს კეთილი ნების ელჩია და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. თურქი მსახიობი საქართველოში დიმიტრი ცინცაძის ფონდის მოწვევით ჩამოვიდა. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ქართველმა ქალბატონებმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს საყვარელ მსახიობს.

როგორც ჩანს, მურატი იმდენად კმაყოფილი დარჩა ქართული მასპინძლობით, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვევა. ამის შესახებ
ინფორმაციას ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მეგობრებო, 5-6 აგვისტოს თბილისში " დიტო ცინცაძის ფონდის" დასახმარებლად და ბავშვებისთვის თანხის შესაგროვებლად ჩამოდის სავაში. რომელ რესტორანს შეუძლია დაგვეხმაროთ მის გამასპინძლებაში? მე თავისთავად " სითიში" დავწერ და გადავიღებ, ტელევიზიებსაც ვთხოვთ და გააშუქებენ~ - წერს ჟურნალისტი.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS