21 ივლისი, 2014
სოფო ნიჟარაძე: "ძალიან გახვედით თავს, დაკითხვაზე თქვენი ოჯახის წევრები დაიბარეთ"...
სტატიაში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალიას და სანდრა რუსლოვსის და რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსების დაბადების დღეზე სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში გაზეთ "ქრონიკაში" გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა. სტატიაში ვკითხულობთ:

"პროკურატურა მალე დაკითხავს ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებს – ბუბა კიკაბიძეს, სოფო ნიჟარაძეს, ლელა წურწუმიას, მერაბ სეფაშვილს, ნინა წკრიალაშვილს, ეკა კახიანს, ნინი ბადურაშვილს, ნინო ჩხეიძეს, ანა კეკუას, სალომე ბაკურაძეს, ნოდიკო ტატიშვილს, ნიაზ დიასამიძეს, აჩიკო გულედანს, დუეტ "ჯორჯიას" – მაკა ზამბახიძესა და რატი დურგლიშვილს და სხვა მომღერლებს. ასევე, "კომედი შოუს" მსახიობებსა და
სხვადასხვა მუსიკალური ანსამბლის წევრებს. მათ, სავარაუდოდ, მოწმის სახით დაჰკითხავენ.

"საქმე ის გახლავთ, რომ სხვადასხვა დროს გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, ამ და სხვა მომღერლებისთვის ჰონორარი გადახდილია სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან"...

სტატიაში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალიას და სანდრა რუსლოვსის და რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსების დაბადების დღეზე.

"ძალიან გახვედით თავს, დაკითხვაზე თქვენი ოჯახის წევრები დაიბარეთ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ეგღა მაკლია დაბადების დღეებზე ჰონორარით ვიმღერო?! დაბადების დღეზე გამონაკლის შემთხვევაში, მხოლოდ მეგობრების წრეში, მათი დაბადების დღის აღსანიშნავად საჩუქრად თუ მიმიძღვნია სიმღერა და ჩემი სურვილისამებრ რა თქმა უნდა. სხვა შემთხვევაში შეკვეთილი დაბადების დღეები და ჰონორარები? ნურას უკაცრავად, ჩემს თავს ცოტა ამაზე მაღლა ვაყენებ. დიდი ბოდიში სტატიის ავტორებო" - წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
ტატო ერტი
სოფო უნიჭიერესი და უკარგესი გოგო ხარ,დაიკიდე შინაბერების და ცვედნების კომენტარები,ვ ი რ მ ა რა იცის ხურმა რა ხილია.....დალიე ბოღმაში ჩამხჩვრების სადღეგრძელო,იქნება უფალმა შეუნდოთ ამ გაჭირვებისგან და იმედგაცრუებისგან გზააბნეულებს...........
12:10 / 22-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ბოღმა გაანიავეთ და მერე წერეთ, კომენტატორებო. და საკუთარ თავსაც ჰკითხეთ, რას წარმოადგენთ ცხოვრებაში. არ გასკდეთ.
10:59 / 22-07-2014
გამოხმაურება / 0 /
eka
aaeti komemtaris gaketeba marto qartvels tu sheudzlia da tan gazuluqebuls.sofo nojaradze kanonze maghla ratom akenebs sakutar tavs, ver mivxvdi... da meorec, saetod vinaa, amdeni xani privilegirebuli rom iko, mocmedac agar daibaron??????
09:58 / 22-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ანიტა
და შენ რატო არ უნდა დაგიბარონ ვითომ? მიშკა აღარა გყავს არა სოფი და მოდი გონსო გოგო კარგად რო გულაობდი მიშIკოს ფულებით აბა რა გეგონა?? ერთხელ არ გიკითხავს საიდან მოგაქვსო?? გეკითხა საწყალი ხალხის ფულებს რო ანიავებდით ერთად კარგი იყო ხო??? ხო ხედავ დღეს რა გაჭირვებულია მიშიკო ვალები დაედო საწყალს :D:D:D ხალხს ეზიზგებით და უნდ აგოთ პასუხი რაც დააშავეთ..
09:23 / 22-07-2014
გამოხმაურება / 0 /
#
ნებისმიერ პასუდამოიკაზე ბევრად უფრო დაბლა ხოხავ შე უნიჭო, შენ ვინ გისმენს რო
09:19 / 22-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მმგ
ხო, ჯერ არ გიმღერია "ვიგოდისთვის" და რა გეშველება?!
09:12 / 22-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკო
ეს ნურას უკაცრავად როგორ გადაუღია პატრონისგან.
08:05 / 22-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ირა
მაგატმა მოასპეს და სეწამეს საქარტველო. მაიმუნობასი გამდიდრდნენუ
02:24 / 22-07-2014
გამოხმაურება / 0 /
სინდისმა მაინც სჰეგაცუხოს
დზალიან მაგლაც ნუ დააკენებ სოფო
02:09 / 22-07-2014
გამოხმაურება / 0 /
დავით
ხო, ხო, ხო, ერთი ბუნდღა არ ჩამოუვარდეს ამ ანგელოზს ! :)
00:26 / 22-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS