წამყვანთან ერთად სტუდენტებს რამდენიმე კითხვა „ეტალონის“ საპატიო სტუმარმა, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ დაუსვა და ქართულად ისაუბრა, სტუდენტებს წარმატებები უსურვა, განათლების მნიშვნელობა აღნიშნა და ქართულ-იაპონურ მეგობრულ ურთიერთობებს შეეხო.
ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ქუთაისელთა ანსამბლ „ადილას“ და იაპონიის ელჩის მიერ შესარულებული სიმღერა „თბილისო“.
იაპონიის
როგორ წარიმართა თამაში და რა საჩუქრები გადაეცა ყველა ფინალისტს მშობლიური უნივერსიტეტის სახელით, ამას შაბათს, 19 ივლისს შეიტყობთ.
„ეტალონი“ „პირველი არხის“ ეთერში 19:00 სთ-ზე დაიწყება.




















