განსაკუთრებული არაფერი მომხდარა
საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილმა – ანა მარგველაშვილმა ''ფეისბუქზე'' თიკა ჯამბურიასთან და ბექა ხოფერიასთან ერთადა გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ახალგაზრდები ერთმანეთს თბილისი სუმმერ სეტ-ზე შეხვდნენ. ''წლის სკანდალი'' - წერს ფოტოზე თიკა ჯამბურია. სურათის გამოქვეყნების შემდეგ ჭორი გავრცელდა, რომ ყოფილი ცოლ-ქმრის შერიგება ანა მარგველაშვილმა მოახერხა. ამ ამბავთან დაკავშირებით
თიკა ჯამბურიას რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- თიკა, ფოტოს გადაღების ისტორია მოგვიყევი...
- მე და ბექა ერთად მოვხვდით საღამოზე. ის თავის მეგობრებთან ერთად იყო, მე – ჩემი. როგორც იცით,
ბექასთან ვმეგობრობ და სურათი გადავიღეთ. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
- ფოტოზე გაკეთებული თქვენი კომენტარი როგორ უნდა გავიგოთ? შერიგდით?
- კომენტარი თქვენგან, ჟურნალისტებიდან გამომდინარე გავაკეთე. ზუსტად ვიცოდი, რომ ფოტო სადმე თუ გამოჩნდებოდა, ჟურნალისტები კუდებს მოაბავდნენ.
- ანი მარგველაშვილს დიდი ხანია, იცნობ?
- დიდი ხანია, ვიცნობ. მაგრამ რომ გითხრათ, ახლო მეგობრები ვართ-მეთქი, მოგატყუებთ.
სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის