12 ივლისი, 2014
ქართველი ქალბატონების გულთამპყრობელი სავაშ ბალდარი ცოლს დაშორდა
დრო მოვიდა, დამთავრდეს ჩვენი ქორწინება ქართველმა მაყურებელმა მურად ილდირიმი სავაშ ბალდარის პერსონაჟით გაიცნო და შეიყვარა. რამდენიმე თვის წინ მსახიობი საქართველოში იმყოფებოდა და ყველამ ვნახეთ, როგორ უყვარს თურქი მსახიობი ზრდასრულ ქალბატონებსაც კი. შეიძლება მურად ილდირიმის ქართველ ფანებს გაუხარდეთ კიდეც ის ამბავი, რომ მსახიობი ცოლს დაშორდა.

თურქულ პრესაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მურად ილდირიმი ცოლს დაშორდა. მსახიობის ყოფილმა მეუღლემ ბურჩინ თერჯიოღლუმ დაადასტურა, რომ მეუღლეს ოფიციალურად დაშორდა. „უკვე დრო მოვიდა, დამთავრდეს ჩვენი ქორწინება“ - განაცხადა ბურჩინმა პრესასთან საუბარში.

წყვილი ერთმანეთს 2006 წელს სერიალ „ქარიშხლის“ გადაღებებზე შეხვდა. მათი სიყვარულის ისტორია 2008 წელს ქორწინებით დაგვირგვინდა. დღემდე ისინი ერთ-ერთ მოსიყვარულე წყვილად მიიჩნეოდა თურქ მსახიობებს შორის.

წყვილს დაშორების მიზეზებზე არ უსაუბრია.

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
LALI
რაგაც არ მჯერავს და და ტუ მარტალია დზალიან მეწყინა
02:01 / 13-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ყველა ჟურნალისტს ხო ჟურნალისტი არ ქვია....რას ნიშნავს ქართველ ხალხს გაუხარდა რო დაშორდაო?????????
23:15 / 14-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS