11 ივლისი, 2014
შავი პრინცი ყოფილ ცოლზე პირველ კომენტარს აკეთებს - ''ტამტამს უფრო კარგი ხმა აქვს ვიდრე ამათ უკანალებს''...
მარისნაირმა უამრავმა გაიარა ჩემს ცხოვრებაში. უბრალოდ ისინი შვილებს არ აჩენდნენ ჩემგან ორი დღის წინ, ლევან გოგორელიანისა და კოტიკო თოლორაიას გადაცემაში ''ბინა 18'' ჯგუფი ''ბანი'' მიიწვიეს. ქართული ჰანგების ფონზე წამყვანებმა სტუდიაში ნახევრად შიშველი მოდელები შემოიყვანეს და ტამტამებად მათი უკანალები გამოიყენს. ჯგუფის ერთ- ერთმა წევრმა გოგონების უკანალზე ''რაჭული'' შეასრულა. გადაცემას უხმაუროდ არ ჩაუვლია. საზოგადოების ნაწილმა გადაცემის პროდიუსერი მკაცრად გააკრიტიკა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ერთ-ერთი გოგონა, რომელიც ამ სკანდალში გაეხვა, პრინციპული შავი პრინცის ყოფილი ცოლია. მართალია, თავად უარყო,
მაგრამ ფაქტია, რომ არაერთ ინტერვიუში ერთმანეთს ცოლ-ქმარს მოიხსენიებდნენ. ბაბეტასთან შავ პრინცს პატარა ქალიშვილიც ჰყავს.

რეპერს სკაიპის მეშვეობით დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ ნომერი ნანახი არ ჰქონდა. ამიტომ ვიდეო გავუგზავნეთ და შეფასება ვთხოვეთ.

- ეს რა არის? მე უარესს ველოდი. ხელის მაგივრად სხვა რამ რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. მოერიდა ალბათ ამ ბიჭს ან გოგონებს. ეს არაფერია, ტამტამს უფრო კარგი ხმა აქვს ვიდრე ამათ უკანალებს. სუსტი უკანალები აქვთ. სუსტი უკანალი ხმას არ გამოსცემს. ფიტულს ხმა არ აქვს. ქართულ მუსიკას ასეთი ხმოვანება თუ მოუხდებოდა, არ მეგონა.
საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია ამ ნომერმა...
- რაო, რას ამბობენ?
ქალბატონების შეურაცხყოფად აღიქვეს და გადაცემის პროდიუსერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
- ჩემს ძველ კლიპებში უფრო მეტად გაშიშვლებული გოგონები მოძრაობენ, მაგრამ იმას თავისებური ხიბლი აქვს. თუ იმ ავანტიურაზე მიდიხარ, რომ ასეთი გადახრილი პოზით აჩვენო ქალი, ქართულ მუსიკასთან გააიგივო და მერე უკანალზე ტამტამები დაუკრა, ბარემ აჩვენე შენი სიმდიდრეც. ამაში მუსიკალურობა ვერ დავინახე. თუ შოუს გაკეთება გინდა, უკეთესად გააკეთო ჯობია. ჩემი აზრით, უინტერესო ნომერი იყო, ქართულ ფოლკორთან მიმართებაში თუ განვიხილავთ, მითუმეტეს. მე ამ ნომერს მეორედ აღარ ვუყურებ. არც მქონდა ნანახი, შენ რომ მთხოვე, იმიტომ ვნახე.
- გოგონებიდან არავინ გეცნო?
- როგორ არ მეცნო. ეს არის მარი ბაბეტა, მის ტრაკს უპარტყუნებენ ხელს. მისგან ასეთი რამეები უცხო არ არის. მარის ამაზე უარესებიც გაუკეთებია და კიდევ უფრო უარესს ველოდები. უბრალოდ ამ მუსიკაზე მისი უკანალი, არც ისე კარგი სანახავი იყო. ჩემთვის როგორც რეპერისთვის მაგარი არამიმზიდველი გოგოები არიან.
- შენთვის, როგორც მისი ყოფილი ქმრისთვის, ალბათ ორმაგად მძიმე იყო ამ ნომრის ნახვა...
- ვინ ამბობს, რომ მე მარის ყოფილი ქმარი ვარ?! ჩვენ არც ჯვარი დაგვიწერია და არც ხელი მოგვიწერია. მარისნაირმა უამრავმა გაიარა ჩემს ცხოვრებაში. უბრალოდ ისინი შვილებს არ აჩენდნენ ჩემგან. ამან გააჩინა და სწორედ მასზე უნდა იფიქროს ახლა. რამდენიმე წელში ჩვენი საერთო შვილისთვის ეს ყველაფერი მძიმე სანახავი იქნება. ამ სიმაღლის გოგოს (2 მეტრი მაინც იქნება სიმაღლეში) ორი სანტიმეტრი ტვინი მაინც არ უნდა ჰქონდეს რომ ამაზე იფიქროს?! მე როგორც რეპერს, ამაზე უკეთესი უკანალებიც მინახავს, ამაზე უკეთესი გოგოებიც და ამაზე უკეთესი შოუებიც დამიდგავს. მალე პრემიერისთვის ვემზადები და იქ ნახავთ როგორები უნდა იყვნენ გოგოები და რა უნდა გამოაჩინონ ხელოვნება რომ გამოვიდეს.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
ესეიგი
რაც ალხანაა ის ჩალხანაა....
21:44 / 13-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ქართულ ხალხური რეპი
შავი პრინცი არის ქართული რეპის მამა. ვინც მას მოუსმენს,საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებს,უსმინეთ მის შემოქმედებას და დაიტკბეთ ყურთასმენა,...შავი პრინცი,ღამურა,...ბერა....აი მაგათ შემოქმედებას უნდა უსმენდეს ქართველი ერი,შრომისუნარიანობის ამაღლების მიზნით.მოუსმინეთ მათ, ქართული რეპი თუ გადაარჩენს დღეს საქართველოს.....
12:37 / 13-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
შვილისთვის ეს ყველაფერი მძიმე სანახავი იქნება. ამ სიმაღლის გოგოს (2 მეტრი მაინც იქნება სიმაღლეში) ორი სანტიმეტრი ტვინი მაინც არ უნდა ჰქონდეს რომ ამაზე იფიქროს?! ტველაზე დიდი სიმართლე
01:00 / 13-07-2014
გამოხმაურება / 0 /
salo
Avadmyofia es kaci.is gogo kide debili.
18:55 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
დრო
რა ცოლი,რის ცოლი,ამბობს ნაშა იყოო და.საღაცმიადღნა ალბათ და ეგაა.ცოლი არა დიმპიტაური
16:15 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მიშა
ნაბიჭვარი ხარ შავო პრინცო. ბაბეტასტან ცხოვრობდი წლების განმავლობაში, კარგად მახსოვს ცოლად გამაცანი ქუთაისში. მერე ორსული მიატოვე და გაუჩინარდი პასუხისმგებლობის შეგეშინდა. ის კია ტავქარიანი მაგრამ სენ არაკაცი ხარ
12:59 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინჩო
მარიამი----ბოღმას კი არ ანთხევს სიმართლეს იძახის , ბოლო ბოლო ასეთ შოუში რომ გამოდიხარ ტ რაკის მაგივრად ძვლები არ უნდა გქონდეს.-))))
11:38 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
khomasa
au tavis tavi ragac gonia arada magari sopleliaa babetta milionjer gjobia tavs ar ipasebs :D reperi ara is xar :D
00:33 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნი
რა მართალს ამბობს, სულ რომ შვილის დედა არ იყოს კაცს არ ეკადრება ქალზე ასე ჭორაობა
23:07 / 11-07-2014
გამოხმაურება / 0 /
katy
თავის შვილის დედაზე ასე მაინც არ უნდა ილაპარაკოს. ჩენც კარგად ვხედავთ როგორიცაა
22:48 / 11-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS