11 ივლისი, 2014
შავი პრინცი ყოფილ ცოლზე პირველ კომენტარს აკეთებს - ''ტამტამს უფრო კარგი ხმა აქვს ვიდრე ამათ უკანალებს''...
მარისნაირმა უამრავმა გაიარა ჩემს ცხოვრებაში. უბრალოდ ისინი შვილებს არ აჩენდნენ ჩემგან ორი დღის წინ, ლევან გოგორელიანისა და კოტიკო თოლორაიას გადაცემაში ''ბინა 18'' ჯგუფი ''ბანი'' მიიწვიეს. ქართული ჰანგების ფონზე წამყვანებმა სტუდიაში ნახევრად შიშველი მოდელები შემოიყვანეს და ტამტამებად მათი უკანალები გამოიყენს. ჯგუფის ერთ- ერთმა წევრმა გოგონების უკანალზე ''რაჭული'' შეასრულა. გადაცემას უხმაუროდ არ ჩაუვლია. საზოგადოების ნაწილმა გადაცემის პროდიუსერი მკაცრად გააკრიტიკა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ერთ-ერთი გოგონა, რომელიც ამ სკანდალში გაეხვა, პრინციპული შავი პრინცის ყოფილი ცოლია. მართალია, თავად უარყო,
მაგრამ ფაქტია, რომ არაერთ ინტერვიუში ერთმანეთს ცოლ-ქმარს მოიხსენიებდნენ. ბაბეტასთან შავ პრინცს პატარა ქალიშვილიც ჰყავს.

რეპერს სკაიპის მეშვეობით დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ ნომერი ნანახი არ ჰქონდა. ამიტომ ვიდეო გავუგზავნეთ და შეფასება ვთხოვეთ.

- ეს რა არის? მე უარესს ველოდი. ხელის მაგივრად სხვა რამ რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. მოერიდა ალბათ ამ ბიჭს ან გოგონებს. ეს არაფერია, ტამტამს უფრო კარგი ხმა აქვს ვიდრე ამათ უკანალებს. სუსტი უკანალები აქვთ. სუსტი უკანალი ხმას არ გამოსცემს. ფიტულს ხმა არ აქვს. ქართულ მუსიკას ასეთი ხმოვანება თუ მოუხდებოდა, არ მეგონა.
საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია ამ ნომერმა...
- რაო, რას ამბობენ?
ქალბატონების შეურაცხყოფად აღიქვეს და გადაცემის პროდიუსერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
- ჩემს ძველ კლიპებში უფრო მეტად გაშიშვლებული გოგონები მოძრაობენ, მაგრამ იმას თავისებური ხიბლი აქვს. თუ იმ ავანტიურაზე მიდიხარ, რომ ასეთი გადახრილი პოზით აჩვენო ქალი, ქართულ მუსიკასთან გააიგივო და მერე უკანალზე ტამტამები დაუკრა, ბარემ აჩვენე შენი სიმდიდრეც. ამაში მუსიკალურობა ვერ დავინახე. თუ შოუს გაკეთება გინდა, უკეთესად გააკეთო ჯობია. ჩემი აზრით, უინტერესო ნომერი იყო, ქართულ ფოლკორთან მიმართებაში თუ განვიხილავთ, მითუმეტეს. მე ამ ნომერს მეორედ აღარ ვუყურებ. არც მქონდა ნანახი, შენ რომ მთხოვე, იმიტომ ვნახე.
- გოგონებიდან არავინ გეცნო?
- როგორ არ მეცნო. ეს არის მარი ბაბეტა, მის ტრაკს უპარტყუნებენ ხელს. მისგან ასეთი რამეები უცხო არ არის. მარის ამაზე უარესებიც გაუკეთებია და კიდევ უფრო უარესს ველოდები. უბრალოდ ამ მუსიკაზე მისი უკანალი, არც ისე კარგი სანახავი იყო. ჩემთვის როგორც რეპერისთვის მაგარი არამიმზიდველი გოგოები არიან.
- შენთვის, როგორც მისი ყოფილი ქმრისთვის, ალბათ ორმაგად მძიმე იყო ამ ნომრის ნახვა...
- ვინ ამბობს, რომ მე მარის ყოფილი ქმარი ვარ?! ჩვენ არც ჯვარი დაგვიწერია და არც ხელი მოგვიწერია. მარისნაირმა უამრავმა გაიარა ჩემს ცხოვრებაში. უბრალოდ ისინი შვილებს არ აჩენდნენ ჩემგან. ამან გააჩინა და სწორედ მასზე უნდა იფიქროს ახლა. რამდენიმე წელში ჩვენი საერთო შვილისთვის ეს ყველაფერი მძიმე სანახავი იქნება. ამ სიმაღლის გოგოს (2 მეტრი მაინც იქნება სიმაღლეში) ორი სანტიმეტრი ტვინი მაინც არ უნდა ჰქონდეს რომ ამაზე იფიქროს?! მე როგორც რეპერს, ამაზე უკეთესი უკანალებიც მინახავს, ამაზე უკეთესი გოგოებიც და ამაზე უკეთესი შოუებიც დამიდგავს. მალე პრემიერისთვის ვემზადები და იქ ნახავთ როგორები უნდა იყვნენ გოგოები და რა უნდა გამოაჩინონ ხელოვნება რომ გამოვიდეს.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
სალომე
ყოველთვის ვთვლიდი რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე როგორც მას სურს..თუმცა ყოველთვის უნდა იყოს რაღაც ზღვარი..მე შემეძლო მეცხოვრა სხვანაირად, სხვა ცხოვრების წესით მაგრამ მყავს მშობლები რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია შესაბამისად ბევრ რამეზე ვიხევ უკან..ამას ვეტყოდი ბაბეს როცა გყავს შვილი უნდა იფიქრო მასზე და არა მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე..რაც შეეხება შავ პრინცს :)) როცა გყავს საერთო შვილი ქალისგან რომელიც შენთვის შეიძლება ყველანაირად მიუღებელი იყოს მსგავსი შეფასებებისგან თავი უნდა შეიკავო )) რადგან ყოველთვის ყველზე მნიშვნელოვანი ბავშვია რომელიც მშობლების დაუფიქრებელი საქციელების და სიტყვების გამო არ უნდა დაიტანჯოს ..და როცა ერთი ვერ ხვდება რაღაცას შეიძლება მოერემ გამოასწორსოს ამაშია ადამიანობა და არა ერთმანერთის ლანძღვასა და გინებში ))
21:06 / 24-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
თუ შეიძლება ჩემი კომენტარი აუცილებლად გამოაქვეყნეთ თოლორაიას შესახებ .
14:17 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ეს უ ტ ი ფ ა რ ი და ბ რ ი ყ ვ თოლორაია, ურცხვი ჰაბიტუსით სარკეში წერს ,თურმე ჩემს გადაცემას მთელმა საქართველომ უყურაო.მინდა ვუტხრა, ყველამ ინტერნეტით ნახა გადახრილი ქალები და მათზე მოტყაპუნე კაცი. აი სარკეს კი ბევრი კითხულობს .ნუთუ ამ კაცის (მეორეს გვარი არც მახსოვს )ასეთი ურცხვი ინტერვიუს დაბეჭდვა საინტერესო იყო?!,ინტერვიუ ვინ წაიკითხა,სათაურშივე გვცა პატივი.ფუუუ
12:50 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნენე- მოხიბლულებს
არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ ერთი რომ წერს კარგად ვიხალისეო, მისი და მისნაირების გასაგონად: რითი მოიხიბლეთ ჩემო კარგებო ურცხვობით და ქალების სიდებილით თუ "მაღალი რანგის ხელოვნებით რაც მათ წარმოადგინეს"? , აი მე კი " თქვენი ძალიან მაღალი გემოვნებით და ინტელექტით ვარ მოხიბლული", ს ა ბ ა ნ ძ ე თ ი
16:03 / 15-07-2014
გამოხმაურება / 0 /
mariam khurtsidze
Shavi princi darbazebs ro avsebda tqven sad iyavit mag dros?
14:27 / 15-07-2014
გამოხმაურება / 0 /
შავი პრინცი
ჩემო შემფასებელო, ყურადღებით წაიკითხეთ, შეგიძლიათ ცოტათი ხმამაღლა. თქვენ ჩემზე უკეთ არ იცნობთ... შესაბამისად არ იცით. ცხოვრობდე ადამიანთან (ქალთან-კაცტან) ეს არის ,მოტივი შეუღლების ე.წ. ცოლ ქმრობის, რაც არ უნდა ეცადო. მაგრამ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ მოტივია ხანგრძლივი ურთიერთობის, შეიძლება დაგვირგვინდეს შეუღლებით. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი დაიწყო პატივისცემით და არა ცოლ-ქმრული შეუღლებით. პატივისცემამ გაამძაფრა ურთიერთობა და მოგვცა ნაყოფი. ურტიერთობამ მოგვცა ნაყოფი და არა ცოლ-ქმრულმა შეუღლებამ, თუმცა ჩვენ გვეძახდნენ ცოლ-ქმარს მაგრამ ჩვენ ვეძახდით ერთმანეთს მეგობრებს. ( ეს სიტყვა მოდაშია) მანამ ვიყავით მოდაში და ვეძახდით ერთმანეთს მეგობრებს სანამ არ მოვიდა განშორების დრო. განშორების და არა დაშორების. მე გავემგზავრე მოსკოვში. არა იმიტომ რომ მეგობარი მიმეტოვებია ნაყოფით, არამედ ჩვენ შეგვძლებოდა ნაყოფის შენარჩუნება, გაძლიერება, გაჩენა, გაზრდა. დავხმარებოდი მას. (გაგეცინათ?) ჰოდა ამის დამადასტურებელი წერილობითი ფაქტები მე მაქვს, ჩემი მეგობრის გამოგზავნილი წერილები ბავშვის სურათებთან ერთად, სადაც მადლობას მეუბნება გვერდით დგომისთვის, დახმარებისთვის, სასიყვარულო სიტყვებით თუ როგორ ვუყვარვარ და მელოდება. ეს წერილები ჩემთანაა. განშორების დრო წელიწადი და შვიდი თვე. არ მინდა დავაკონკრეტო თუ რას ვაკეთებდი მოსკოვში ამ ხნის განმავლობაში, თუმცა ვიტყვი ერთს რომ ცუდს არაფერს. ჩემს ძველ ინტერვიუებში მაქვს ნათქვამი რასაც ვსაქმიანობდი. წელიწადი და შვიდი თვის შემდეგ დავბდუნდი საქართველოში, ჩემს მეგობართან და ჩემს შვილთან. პირდაპირი გაგებით აეროპორტიდან მივედი მათთან. მიმიღეს. თუმცა ვიგრძენი ჩემი მეგობრიდან უპატივცემულობა (დეტალებს არ დავაკონკრეტებ). რაც შეეხება დახვედრას ეს უბრალოდ ბავშვის გამო მოხდა. სად გაქრა პატივისცემა? რა მოხდა?.. ამ კითხვას კითხვად ვტოვებ! „ამბავს გაგრძელება ახლავს“ გამქრალ პატივისცემასტან ერთად მეც გავქრი მისი ცხოვრებიდან. ჟურნალისტების საყურადღებოდ! თუ რამე გინდათ გააგებინოთ საზოგადოებას სასურველი იქნება ორივე თვალით დაანახოთ სიმართლე და სრულყოფილად მიაწოდოთ მკითხველს. არ დაუტოვოთ მცდარი ინფორმაცია. ჩემო შემფასებელო, თუ ვინმეს გსიამოვნებთ თქვენი მეუღლის ან მეგობრის თუ გინდ ყოფილის ყურება მსგავს ვიდეო რგოლებში ან სცენებში, მინდა გისურვოთ ამით ყოველდღიური სიამოვნება. რაც შეეხება ჩემს სიტყვებს რომელიც ინტერვიუშია მოთავსებული, შესაფერისია ვიდეო რგოლისთვის. პრინციპში შავი პრინცი
13:12 / 15-07-2014
გამოხმაურება / 0 /
Nერვოზა
ქართულ ხალხურ სიმღერებს ტრაკებზე და ტრაკები ვერ გააკეთებენ... ეს უბბრალოდ შეურაწყოფაა ქართული ხალხური სიმღერის კონკრეტულად კი რაჭულის... დააბინძურეს ყველაფერიი დდსშვც
02:11 / 15-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ს. ალიენდე
ჯერ შავი პრინცის მუსიკოსობა მოვდღან და მერე მაგის სტრიპტიზიორი ცოლის უკანალი. ასევე ქართულ პრესის დედაც, ეს თემა რომ იქნება აქტუალური:)))))))
23:31 / 14-07-2014
გამოხმაურება / 0 /
shavi prince.
misho male shevxvdebit ertmanets.
20:21 / 14-07-2014
გამოხმაურება / 0 /
თიკა
წარმოდგენაც კი არ მაქვს ვინ არის "შავი პრინცი" და მიხარია, დღეიდან არც არასდროს მოვუსმენ მის მუსიკას,რადგან ვფიქრობ, ჯერ ადამიანი უნდა იყო და მერე სხვა დანარჩენი, ამ ტიპს ადამიანობამდე ძალიან ბევრი აკლია. რაც შეეხება მაგ გადაცემას, ვუყურე და კარგადაც ვიხალისე, გასართობი შოუს ელემენტი იყო. ხოლო თვითონ ეს ბაბეტა როგორი ცხოვრების წესით ცხვორობს, ეს მისი საქმეა, მისი პირადია.
19:06 / 14-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS