11 ივლისი, 2014
თიკა ჯამბურია ''ბანის'' წევრისგან ''გატყეპილი'' გოგონების სკანდალზე კომენტარს აკეთებს - ''მიყვარხართ ბიჭებო''...
გაღიზიანებული ადამიანები ''ბანის'' ამ პროვოკაციულ ნომერს მარაზმად მიიჩნევს ორი დღის წინ ''ჯიდიესის'' ეთერში ''ბინა 18''-ის მორიგი გადაცემა გავიდა. ლევან გოგორელიანს და კოტიკო თოლორაიას სტუმრად ჯგუფ ''ბანის'' ბიჭები ჰყავდათ. მოულოდნელად ბიჭებს რეპერი ბაბე და ანა ოლკინა შემოუყვანეს და მათ ''ტამტამშიკს'' საჯდომებზე დაკვრა შესთავაზეს.

მართალია, ვიდეო სოციალურ ქსელში ინტერნეტჰიტად იქცა, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა როგორ დაუწითლეს უკანალი გოგონებს.

გაღიზიანებული ადამიანები ''ბანის'' ამ პროვოკაციულ ნომერს მარაზმად მიიჩნევს. წერენ, რომ შოუს შემქმნელები პიარისთვის მსგავს პროვოკაციებზე არ უნდა
მიდიოდნენ. ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ გართობა იყო და დიდი ხმაურის ატეხვა არ ღირდა.

გოგონების ამ უცნაურ ''გატყეპას'' უარყოფითად გამოეხმაურნენ უფლებადამცველები და თავად სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილმა მომხდარი სექსიზმად შეაფასა.

მომღერალი თიკა ჯამბურია კი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ჯგუფ ''ბანს'' იცავს.

''ძალიან მინდა, პატარა კომენტარი გავაკეთო ჯგუფ ''ბანზე'' ატეხილი სკანდალის გარშემო! პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი სირცხვილია ამხელა ამბის ატეხვა რაღაც პატარა შოუს გამო. მეორე რიგში ძალიან მიხარია, რომ ჩემ მეგობრებს ამ ვიდეოთი საკმაოდ აეწევა რეიტინგი და მილიონიანი ნახვები რომ აქვს იმ ვიდეოს, შემდეგ კიდევ უფრო მეტი ნახვა ექნებათ. მიყვარხართ ბიჭებო და მიხარია, რომ თქვენნაირი ნიჭიერი ფოლკლორ ჯგუფი გვყავს''- დაწერა თიკამ საკუთარ ''ფეისბუქზე.''

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 39 /
monaliza
თიკა შემოგევლე :*
14:57 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
თემიდა
დებილია ეს ქალი
13:42 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
კატო
რეიტინგი ნამდვილად ჰქონდა ამ ჯგუფს მაგრამ ამ გადაცემის შემდეგ რამდენად შეინარჩუნებს მას საკითხავია, ისევ ტამტამებზე დაგეკვრა ჯობდა, ცუდია ძალიან ცუდია როცა მსგავსი უხამსი ფორმებით ცდილობთ რაგაც მეტის მოხვეჭას, არადა როგორი კარგი ქართველი ბიჭები იყავით, ეჰ საით მოვექანებით
11:39 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
... და ის იკითხე აქამდე რატომ და რისთვის ჰქონდა დიდი რეიტინგი ჯგუფს "ბანი"? ასეთი იაფფასიანი შოუების ხარჯზე არაააააა რასაკვირველია...მაგათ იმაზე დაიმსახურეს მილიონიანი ნახვები რასაც აკეთებდნენ აქამდე ... მაგრამ ეს დაავიწყდათ, რომ --"მოპოვებულის შენარჩუნებას მოპევებაზე მეტი ძალისხმევა ჭირდება "
10:35 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
მილიონიანი ნახვა საერთოდ არ ნიშნავს რეიტინგის აწევას. შეიძლება ინტერესისთვის ნახო ერთხელ და მორჩაც
08:49 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ძია რისხვა!
კიიი უნდა უტყაპუოთ, ოღონდ სახრე, სახრეეეეეე!ეს რა თაობა მოდის!
08:47 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ti
Gachehiladzestan araperi gamogivida banis biwebma mainc gitkapunon
07:12 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
სიალი
აკამდე ვერ დავიჯერებდი რომ, კარტველი მადილოსნები ტავის უკა ნალს ასე სახალხოდ მახსარად ააგდებინებდნენ, ნუტუ საკარტველომ დაკარგა ტავისი სახე და ტრადიციები, ვაი მარტლა ტკვენს პატრონს!!!!!!
02:40 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
დუხტ
ანასტასია სასაცილო კი იყო და თან მივხვდი რისი თქმაც გინდოდა მაგითი, მარა მოდი აჭარულს მედეა ვასაძის უკანალით ნუ შევურაცხყოფთ ... :)
00:16 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
სიმართლისმთქმელი
თიკასაც გაუტყიპეთ ბიჭებო რაააა!-აიეს არის თიკას კომენტარის ქვეტექსტი:)))
23:31 / 11-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS