11 ივლისი, 2014
თიკა ჯამბურია ''ბანის'' წევრისგან ''გატყეპილი'' გოგონების სკანდალზე კომენტარს აკეთებს - ''მიყვარხართ ბიჭებო''...
გაღიზიანებული ადამიანები ''ბანის'' ამ პროვოკაციულ ნომერს მარაზმად მიიჩნევს ორი დღის წინ ''ჯიდიესის'' ეთერში ''ბინა 18''-ის მორიგი გადაცემა გავიდა. ლევან გოგორელიანს და კოტიკო თოლორაიას სტუმრად ჯგუფ ''ბანის'' ბიჭები ჰყავდათ. მოულოდნელად ბიჭებს რეპერი ბაბე და ანა ოლკინა შემოუყვანეს და მათ ''ტამტამშიკს'' საჯდომებზე დაკვრა შესთავაზეს.

მართალია, ვიდეო სოციალურ ქსელში ინტერნეტჰიტად იქცა, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა როგორ დაუწითლეს უკანალი გოგონებს.

გაღიზიანებული ადამიანები ''ბანის'' ამ პროვოკაციულ ნომერს მარაზმად მიიჩნევს. წერენ, რომ შოუს შემქმნელები პიარისთვის მსგავს პროვოკაციებზე არ უნდა
მიდიოდნენ. ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ გართობა იყო და დიდი ხმაურის ატეხვა არ ღირდა.

გოგონების ამ უცნაურ ''გატყეპას'' უარყოფითად გამოეხმაურნენ უფლებადამცველები და თავად სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილმა მომხდარი სექსიზმად შეაფასა.

მომღერალი თიკა ჯამბურია კი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ჯგუფ ''ბანს'' იცავს.

''ძალიან მინდა, პატარა კომენტარი გავაკეთო ჯგუფ ''ბანზე'' ატეხილი სკანდალის გარშემო! პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი სირცხვილია ამხელა ამბის ატეხვა რაღაც პატარა შოუს გამო. მეორე რიგში ძალიან მიხარია, რომ ჩემ მეგობრებს ამ ვიდეოთი საკმაოდ აეწევა რეიტინგი და მილიონიანი ნახვები რომ აქვს იმ ვიდეოს, შემდეგ კიდევ უფრო მეტი ნახვა ექნებათ. მიყვარხართ ბიჭებო და მიხარია, რომ თქვენნაირი ნიჭიერი ფოლკლორ ჯგუფი გვყავს''- დაწერა თიკამ საკუთარ ''ფეისბუქზე.''

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 39 /
ნატო
რაგაც პატარა შოუ ყოფილა თურმე,ბარემ ჩახდილს ემGერა მეტი მნახველი-მლანძგველი ეყოლებოდა
11:06 / 15-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ეტყობა ამასაც უნდა რეიტინგის აწევა და წინასწარ გვამცნობს.......
23:46 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
cancaras
ტიკა,სულლი და ცანცარა ხარ!ასეთი წარმოდგენაც მქონდა შენზე.ხოფერიას არ გაუმართლა!
23:30 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
eka
თიკა, რამდენჯერ უნდა გამოთხარო კატა?! :))))) მაზოხისტი ხარ?
18:49 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ჯამბურია, შესთავაზე შენს სიმღერაზე უტყაპუნონ ამის შემდეგ, ვითომ სვეცკებო და განვითარებულებო, ყველა უმსგავსობას რომ, მხარს უჭერთ.მილიონიანი ნახვა თუ აქ, მილიარდი ლანძღვაც ნახე იქვე, რეიტინგს ნიჭიერებით ტუ მოიპოვებთ ეგაა საქმე თორე. სამარცხვინო საქციელით, კაის ვერაფერს მიაღწევთ
17:34 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ჰეროსტრატეს დროიდან აკეთებენ ამას ქაჯები.
17:13 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატტტტტტტტტტტ
ტიკა მე სჰენ კარგად აგზრდილი გოგო მეგონე ,კარტველმა კაცმა,ტანაც ესეტმა აგიარებულმა ანსამბლმა დუნდულებზე დაუკრას ,ეს ერის სჰერცხვენაა,პირველ რიგსჰი ტავის სჰეურაცკოფა,უბრალოდ დზალიან სირცხვილია ეს ყველაფერი,ისე საერტოდ რომ გაცჰუმებულიყავი და ხმა არ ამოგეგო ეგ ჯობდა,საიტ მივეკანებიტ მარტლა საინტერესოა და სატირელი
16:41 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ვაი, რომ აგარ იცით როგორ ,,აიმაღლოთ,, რეიტინგი........... სირცხვილია. ყველაფერს აქვს თავის ადგილი.
16:15 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
რამდენი სტატისტიკური დებილი გვყავს?!
ვაი შენს პატრონს? თავზე ნეხვი დაიდე და ყველა შემოგხედავს! რა ხართ ამისთანა დაკომპლექსებულები, აღიარების კომპლექსი როგორ გაწუხებთ ჭიანჭველებო!
15:35 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალი
მეც ვნახე ინტერესის გულისთვის, მაგრამ ჩემში რაღაც ზიზღი უფრო გამოიწვია, ამხელა წაკუზული ქალების ნახვამ და შემდეგ გაწითლებული საჯდომების დანახვამ. არანაირად არ გამიჩნდება სურვილი, რომ ხელმეორედ ვნახო. მემგონი ქაჯების ქცევას უფრო გავდა და არა ხელოვნებას.
15:34 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS