10 ივლისი, 2014
ნინა და იასენია ევროპაში ერთად ისვენებენ
ამბობდნენ, რომ ძალიან განაწყენდა, მაგრამ უკმაყოფილება ეთერში არ გამოუთქვამს მომღერალი გოგონა აფხაზეთიდან - იასენია არახამია მაყურებელმა ''ცეკვავენ ვარსკვლავებიდან'' გაიცნო. იასენია კარგად ცეკვადა. მასზე პროექტის დაწყებისთანავე ამბობდნენ, რომ მოიგებდა, რადგან წარმოშობით აფხაზეთიდან იყო.

საქართველოში ხომ მსგავსი პიარით, დაკარგული კუთხის შვილობით, რეალითი შოუს გამარჯვებულები ხშირად ხდებოდნენ. თუმცა პროგნოზმა ამჯერად არ გაამართლა. იასენია პროექტს ფინალამდე გამოეთიშა.

Rating

ამბობდნენ, რომ ძალიან განაწყენდა, მაგრამ უკმაყოფილება ეთერში არ გამოუთქვამს. ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ფინალში იმღერა და მისთვის განკუთვნილი საჩუქარი მეწყვილეს - ლევან ახვლედიანს დაუთმო.

Rating

პროექტის მერე იასენია ნინა წკრიალაშვილთან ერთად ევროპაში გაემგზავრა. იასენიამ საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე ნინასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ვარშავაში პარიზში გამგზავრებამდე არაჩვეულებრივად ერთობოდა.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში იასენიამ და ნინამ პარიზში გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნეს.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
####
შეიძლება სულაც ნინას გამო მოხვდა პროექტში და იქნება ნინასთან აბა რა
13:18 / 11-07-2014
გამოხმაურება / 0 /
არიადნას გავს...
ჟიურის ბრალი იყო, როცა ზედმეტად უსვამდნენ ხაზს მის წარმოშობას,ამით ცუდი საქმე გაუკეთეს, მის კონკურენტებს სალაპარაკო თემა მისცეს ესპეკულირათ, რომ თითქოს ეს აფხაზობაა მისი ლიდერობის მიზეზი.... რა შუაში იყო წარმოშობა , როცა ძალიან მაგრად ცეკვავდა... საოცრად მოქნილი და ესთეტიური- ჰაეროვანი. გავს სხვათაშორის საოცრად არიადნა შენგელაიას... მისმა გარშემომყოფებმა ურჩიონ ცოტა ვისთან ერთად იყოს, არ მესმის ნინა რა მისი საზოგადოებისაა, რა შუაშია ამ 20 წლის გოგოსთან ... პატარაა და უცებ მოეჩვენა, რომ საქართველოში ყველაფერი სუფთაა (როგორც ეს თქვა თვითონ), მარა ინტრიგებით კი მოიცილეს ბოლოს თავიდან , ესეც ჟიურის დათვური სამსახურის გამო... ცოდოა , პატარაა და აჯობეს სხვებმა რითი არ დავწერ ....:)))))
10:11 / 11-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ზურა გვანია
იასენია ყველაზე ლამაზი ხარ უსაყვარლესი გოგო ხარ ვინც გიცნობს ბედბიერია)))
17:46 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
თათული
მიყვარხრთ გოგოებო ულამაზესები ხართ ორივე გაიხარეთ პირადშიც და ყველაფერში :))))))))))))
17:33 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS