09 ივლისი, 2014
მებო ნუცუბიძე შეყვარებულმა ერთი წლით დატოვა
ჩემს ოცნებაზე უარი არ მითქვამს დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა. ღარიბაშვილმა თავისი სტუდენტობა გაიხსენა, როდესაც ერთ-ერთ სასწავლო პროგრამაში გაიმარჯვა და ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად წასვლა ვერ შეძლო.

მაშინ მშობლებს რაღაც ხუთი ათასი დოლარი არ ჰქონდათ, რომ სურვილი ამესრულებინა და ამერიკაში მესწავლა, მაგრამ ჩემს ოცნებაზე უარი არ მითქვამს – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერთან შეხვერაზე მყოფ სტუდენტებს შორის ''X ფაქტორის''მონაწილე მებო ნუცუბიძის შეყვარებულიც იყო. მებომ, რომელმაც გასულ კვირას პროექტი საკუთარი სურვილით
დატოვა, დღეს ''ფეისბუქზე''შეყვარებულის პრემიერთან შეხვედრისას გადაღებული ფოტო გააზიარა და დაწერა: ''ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მაგარი გოგო მყავს. ერთი წლით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში ისწავლის''.

მებოს შეყვარებული ქეთი მესხიშვილი იურისტია. თუმცა მუსიკაში კარგად ერკვევა. მებო ''რეიტინგისთვის''მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ ყველაფერს რასაც აკეთებდა, მისთვის და მის გამო აკეთებდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
იკა
რა ლამაზი შეყვარებული ყოლია )))
23:18 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
111
ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ :)) წარმატებები
10:08 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS