ფილმში არ ჩანს, საბოლოოდ ერთად რჩებიან თუ არა ცოლ-ქმარი, თუმცა ერთი რამ შეიძლება დანამდვილებით ითქვას,
- ანი, ''მგონი დღესაც არ გვექნება სექსი'' გოგა ოსეფაშვილის პირველი ნამუშევარია?
- არა, ძალიან ბევრი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული
- დიდი ხანი მიმდინარეობდა გადაღებები?
- მხოლოდ ერთი დღე.
- რთული იყო ვახო ჩაჩანიძესთან ერთად საწოლის სცენების გადაღება?
- არანაირად.
- ვახო ჩაჩანიძე ამ ფილმზე გადაღებებისას გაიცანი?
- არა, დიდი ხანია ვიცნობ და ვმეგობრობთ. მოზარდ მაყურებელის თეატრში ერთად ვთამაშობთ რამდენიმე სპექტაკლში.
- შენს გმირზე რა აზრის ხარ?
- ძალიან მომეწონა სცენარი. რომ წავიკითხე, მაშინვე დავთანხმდი ფილმში მონაწილეობაზე. საინტერესო იყო ამ გმირზე მუშაობა.
- შენს გმირს გავხარ?
- არა.
- საყიდლებზე მეუღლესთან ერთად რომ წახვიდე, ბევრ რამეს არ იყიდი?
- არ ვიცი, არ მყავს მეუღლე.
მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის




















