08 ივლისი, 2014
სოფო ბედიას საქმრომ მანქანა უყიდა - „ასე ვეფერებით ხოლმე ერთმანეთს“...
ჩემმა ბიჭმა მიყიდა და მის საპატივცემულოდ დღეს სოფო ბედიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვედზე თავისი ახალი მანქანის ფოტოები გამოაქვეყნა, წარწერით „ჩემი მურანო უკვე ჩემია“. მომღერალი საჭეს უზის და ბედნიერია. ვინ უყიდა სოფოს მანქანა, ამის გარკვევა მომღერალთან ვცადეთ. საჩუქრის ავტოერი სოფოს საქმრო – მიშა მესხი აღმოჩნდა.

- სოფო, ახალი მანქანა გყავს?
- კი, „ნისან მურანო“ და ძალიან მიხარია.
- მომილოცავს. თავად შეიძინე თუ შენმა საქმრომ გიყიდა?
- ჩემმა ბიჭმა მიყიდა და მის საპატივცემულოდ დღეს ასეთი სერია და ნომერი
ავიღე „ბუც 111“. ჩვენ ხომ ბუცები ვართ.
- ბუცი რას ნიშნავს?
- ასე ვეფერებით ხოლმე ერთმანეთს, ბუცი, ბაცი და ა.შ. (იცინის).
- დიდი ხანია საჭეს უზიხარ?
- არც ისე.
- მართვა ვინ გასწავლა?
- ავტოსკოლაში ვისწავლე.
- მიშას მოსწონს მანქანას როგორც მართავ? ხომ არ ნერვიულობს გვერდით როცა გიზის?
- არა, პირიქით, მამხნევებს და მეუბნება, რომ ძალიან ვუხდებით ერთმანეთს მე და ბუცი (იცინის).
- ამ დროს რას ამბობენ, სულ მწვანეზე გევლოსო, არა?
- მადლობა, მეც მომელოცოს უკეთესი შენთვის.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ლელას
მდაბიო რატომ არის სხვაზე ჭკვიანი და მოხერხებული რომ აღმოჩნდა?
06:30 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
რატომაა გოიმი? გახარებულია გოგო.
02:05 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ნაყინს ვჭამდი,ამის გოიმობით პირუი ღია დამრჩა. ვაიიიიი, რა მდაბიო ქალი ხარ, სოფო, კარგი, რა.
00:14 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS