- სოფო, ახალი მანქანა გყავს?
- კი, „ნისან მურანო“ და ძალიან მიხარია.
- მომილოცავს. თავად შეიძინე თუ შენმა საქმრომ გიყიდა?
- ჩემმა ბიჭმა მიყიდა და მის საპატივცემულოდ დღეს ასეთი სერია და ნომერი
- ბუცი რას ნიშნავს?
- ასე ვეფერებით ხოლმე ერთმანეთს, ბუცი, ბაცი და ა.შ. (იცინის).
- დიდი ხანია საჭეს უზიხარ?
- არც ისე.
- მართვა ვინ გასწავლა?
- ავტოსკოლაში ვისწავლე.
- მიშას მოსწონს მანქანას როგორც მართავ? ხომ არ ნერვიულობს გვერდით როცა გიზის?
- არა, პირიქით, მამხნევებს და მეუბნება, რომ ძალიან ვუხდებით ერთმანეთს მე და ბუცი (იცინის).
- ამ დროს რას ამბობენ, სულ მწვანეზე გევლოსო, არა?
- მადლობა, მეც მომელოცოს უკეთესი შენთვის.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის




















