08 ივლისი, 2014
ვინ არის პირველი ლედი - მსოფლიოს პირველი ქალბატონების კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე გაემგზავრება
ამ ინფორმაციის გამოქვეყნებამ უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ–იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 69–ე სესიაზე სიტყვით გამოვა - ამ განცხადებას პრემიერ-მინისტრის პრესამსახური ავრცელებს. ასევე ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის წინაშე 26 სექტემბერს წარსდგება და სხვადასხვა ღონისძიებებს დაესწრება.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ–მინისტრის მეუღლე მიწვეულია მსოფლიოს პირველი ქალბატონების კონფერენციაზე First Ladies’ Global Call to Action Conference on Women and Girls’ Financial Health.

ნუნუკა თამაზაშვილი ქვეყნის გარეთ
პირველად მიიღებს ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილეობას პირველი ქალბატონის ამპლუაში. ცნობილი ფაქტია, რომ ის მედიასთან არ კონტაქტობს. ინტერვიუზე არასოდეს თანხმდება და ტელეკამერების წინაც დუმილს ამჯობინებს.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნებამ უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა სოციალურ ქსელში. ბევრმა დღემდე ვერ გაიგო, ვინ არის ქვეყანაში პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა თუ ნუნუკა თამაზაშვილი

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
ირა
თუ ბატონი ღარიბაშვილი მიდის რასაკვირველია თავისი მეუღლე უნდა ახლდეს,აბა მაკა ჩაჩუა ხომ არ წაყვება?ისე,ჩემი აზრით გენერალურ ასამბლეას ქვეყნის პრეზიდენტი უნდა ესწრებოდეს,არ შეიძლება ასე მისი იგნორირება,ბოლოსდაბოლოს ჩვენი მიერ არჩეული პრეზიდენტია.
17:12 / 16-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაქა
უკაცრავად მაგრამრატომ არ უნდა წავიდეს? პრეზიდენტს ოფიციალური მეუღლე ხომ არ ჰყავს?
16:02 / 16-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
მეგობარი ქალი და კანონიერი მეუღლე ერთმანეთისგან განსხვავდება. რა თქმა უნდა ღარიბაშვილის მეუღლე უნდა წავიდეს კონფერენციაზე. ყველაფერთან ერთად უფრო წარმოსადეგიცაა
14:07 / 16-07-2014
გამოხმაურება / 0 /
კონსტანტინე შარვაშიძე
სად ყავს პრეზიდენტს მეუღლე? მე მგონია მაგობარი ქალების შეხვედრა არ იგეგმება.
12:03 / 15-07-2014
გამოხმაურება / 0 /
სხვა ლიკა
ერთი კითხვა აწუხებს დღეს კაცობრიობას: ვინ არის საქართველოს პირველი ლედი? :))) არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ნანუკას მიმართ, მაგრამ საქართველოს პირველი ლედი არის მაკა ჩიჩუა. (მნიშვნელობა არ აქვს, ცოლია თუ მეგობარი ქალი, ის პრეზიდენტის მეორე ნახევრად მოიაზრება)
01:30 / 15-07-2014
გამოხმაურება / 0 /
lako
დასათაურებაა სასაცილო ვინ არის პირველი ლედი? ამდენი ხანი ჟერნალისტებმა ვერ დადგინეთ?
00:34 / 15-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
დალიან კარგი ქალბატონია რატომაც არა.
13:54 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ნუ თუ ბებიის სახელს ატარებს მაშინ აუცილებლად უნდა წავიდეს, ვერ თქვით აქამდე ?:)
10:58 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატუნა
მართლაც გამოსაჩენია ქალია, გარეგნობით ზნეობით, არ უხტუნია საწოილიდან საწოლში, ულამაზესი, ვაჟკაცების დედა, გემოვნებიანი აი ასეთი მესმის მე ქალი, დედა, ლედი და საეღტოდ ქვეყნის სახეეეეე
10:46 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
არ არის მაკა ჩაჩუა ცოლი და რა გააწყალეთ გული.
05:37 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS