07 ივლისი, 2014
აჩუქა თუ არა სალომე ტეტიაშვილს ქართველმა ბიზნესმენმა ბინა - ''მეგობრები აღარ მირეკავენ''...
მალე ერთად დავიწყებთ მუშაობას მას მერე რაც სალომე ტეტიაშვილმა პროექტი დატოვა, ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი  დაუკავშირდა და ბინით უზრუნველყოფას დაჰპირდა. ჩვენ ეს ინფორმაცია სალომესთან გადავამოწმეთ.

- სალომე, ახალი ამბავი გავიგე და მინდა შენთან გადავამოწმო.
- გისმენ.
- ამბობენ, ''X ფაქტორის'' დატოვების შემდეგ, სალომეს ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი დაუკავშირდა და ბინით უზრუნველყოფას დაჰპირდაო…
- (იცინის) საიდან მოგაქვთ ეს ჭორები, როგორ მაინტერესებს…
- მოდის ჩვენამდე ამბები.
- პირველწყარო მაინტერესებს, ვინ ავრცელებს. იქნებ გამაცნოთ მეც ეს
ბიზნესმენი.
- ანუ ტყუილია ეს ამბავი?
- ტყუილია, ტყუილი. ნეტავ მართალი იყოს. მსგავსი რამე რომ მოხდეს, პირველს თქვენ დაგირეკავთ და მთელ საქართველოს მოვდებ ამ ახალ ამბავს. ბიზნესმენი კი არა, რაც პროექტიდან გამოვვარდი, მეგობრები აღარ მირეკავენ (იცინის).
- პროექტის დატოვების მერე, როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება. როგორ განწყობაზე ხარ?
- მშვენიერ განწყობაზე ვარ. ზურა მოსიავას ბენდში, ''ფანკ ჰაუსი'' გავწევრიანდი და მალე ერთად დავიწყებთ მუშაობას, ბარში დავუკრავთ.
- დღეს ''X ფაქტორის'' ფინალია, ვის გულშემატკივრობ?
- ცოტა უხერხულია ჩემი მხრიდან, მაგრამ, კარგი, გეტყვი, თორნიკე ყიფიანს ვგულშემატკივრობ და ასე მგონია, მოიგებს კიდეც.
- მიდიხარ ფინალზე?
- აბა რას ვიზამ, აუცილებლად წავალ, ფინალს ვერ გამოვტოვებ.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
თეონა
მართალია, სალომეს უსამართლოდ ექცეოდა მისი მენტორი სტეფანე, ისწავლოს მენტორობა და მხარსში დგომა თითოეული მისი ჯგუფის წევრისთვის თამთასგან, და განსაკუთრებით გაბუნიასგან. სალომე კი იყო ღირსი ფინალში მდგარიყო. მაგრამ ისე დაესივნენ მენტორები და გააგდეს, სადაა სამართალი.
00:52 / 14-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ეს გოგონა არ უნდა გაეშვათ პროექტიდან, უდაოდ ძალიან ნიჭიერია.....
00:40 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
თოკა შენგელია
აა ესეიგიიიიიი მეგობრებიიი აღარ გირეკავთ არაა ჩამირიცხეეეე ანგზეე და დაგირეკავ!!!
19:19 / 08-07-2014
გამოხმაურება / 0 /
MMM
ინგლისში სალომესაც თუ გაუშვებს "რუსთავი 2", ძალიან კარგი იქნება. პროექტი მებოს გამო დაატოვებინეს, მებო თვითონ წავიდა, უკან სხვები დააბრუნეს და სალომემ რაღა დააშავა. ალბათ, ცოტა დაიჩაგრა.
16:01 / 08-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS