07 ივლისი, 2014
ვის უხდის მადლობას ლელა კილაძე და ვინ არიან მაჯლაჯუნები
ამას დრო აუცილებლად გვაჩვენებს გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს.

''დღეს გიგის სასამართლო პროცესი იყო. დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს ჩვენს გვერდით იყო, მადლობა მათ, ვინც ვერ შეძლო მოსვლა, მაგრამ მორალურად გიგისთანაა. მხნედ გამოიყურება და მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის! "ჩვენი საქმე მართალია " - თქვა გიგიმ პროცესზე, მჯერა, რომ გიგის საქმე მართლაც მართალია და ამას დრო აუცილებლად გვაჩვენებს'' - წერს ლელა.

რამდენიმე საათით ადრე, კილაძეს "ფეისბუქის'' კედელზე გიგის ქალიშვილმა ტასომ, მამასთან
ერთად გადაღებული ფოტოები გამოუქვეყნა, სადაც კომენტარი გააკეთა თამარა ჩერგოლეიშვილმა და ბავშვს მიმართა.

"არც შენ შეცვლილხარ და არც გიგი. არ ინერვიულო - თქვენ თუ არ ინერვიულებთ, გიგიც არ ინერვიულებს და ერთად მოვერევით მალე მაჯლაჯუნებს'' - წერს თამარი.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Nინი
თAმარ საყვარელო შEნზე დიდი მაჯლაჯუნა Aრ დაბადებულა ...
23:47 / 07-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS