04 ივლისი, 2014
მზია ორველაშვილი ლევან ჩიჩუას ნაჩუქარმა მანქანამ გათიშა
დღემდე პროექტში მსგავსი საქციელი არავის ჩაუდენია ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეოთხე სეზონი დამთავრდა. გამარჯვებული მარიამ კუბლაშვილი გახდა, თუმცა მისი გამარჯვება მეორე ადგილზე გასულ ლევან ჩიჩუას საქციელმა გადაფარა. ლევანმა მეწყვილე მზია ორველაშვილი უსაჩუქროდ არ დატოვა და მანქანა აჩუქა. დღემდე პროექტში მსგავსი საქციელი არავის ჩაუდენია. ლევანის საქციელი გაიმეორა იასენიამაც, რომელმაც ერთ-ერთი სპონსორისგან გადაცემული ტელეფონი მეწყვილე ლევან ახვლედიანს აჩუქა. მზია ორველაშვის ტელეფონით ვესაუბრეთ. მოცეკვავე ლევანის საჩუქარმა შოკში ჩააგდო.

- მზია, როგორია შენი ემოციები ფინალის შემდეგ?
- ჯერ კიდევ გათიშულ მდგომარეობაში
ვარ. აზრზე ვერ მოვდივარ. ლევანიმ ასეთი საჩუქარი რომ გამიკეთა, საერთოდ გამთიშა. ისეთი გახარებული ვარ, სხვა რამეზე ვერც ვფიქრობ. ყველა მონაწილემ გვიან დავიძინეთ. პროექტის დამთავრებას გვიანობამდე ავღნიშნავდით. კარგად გავერთეთ და მხოლოდ დილით ჩამეძინა რამდენიმე საათით.
- მეუღლემ საშა ოხრიმენკომ, რომელიც პროექტის ქორეოგრაფია, რა კომენტარი გააკეთა, ლევანის საჩუქარზე?
- რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული იყო და ლევანის მადლობებს უხდიდა. ლევანის ადგილას ასეთ საჩუქარს ძალიან ცოტა ადამიანი გააკეთებდა.
- მანქანის მართვა კარგად იცი?
- მანქანას კარგად ვმართავ, მაგრამ მართვის მოწმობა არ მაქვს. ახლა კი ლევანის საჩუქრის წყალობით მომიწევს, ''პრავის'' აღება და მერე უკვე ნამდვილი ''ვადიტელი'' ვიქნები.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ირმა
ყოჩაღ ლევანი..........
15:34 / 08-07-2014
გამოხმაურება / 0 /
keti
ყველამ ლევანისაგან უნდა აიღოს მაგალითი! მისმა საქციელმა დამარწმუნა, რომ ადამიანობა ჯერ კიდევ არსებობს.
23:27 / 07-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
გამარჯვებულსაც გაემეტებინა ის1000 ლარი თავის მეწყვილისთვის. ბინა ხომ მიიღო.
11:55 / 06-07-2014
გამოხმაურება / 0 /
123
ბოლოს ეს" ვადიტელი" რაღა იყოო:)))))))))))))) ლევანი ჩემო კლასელია და ყოველთვის ასეთი გულკეთილი და გამორჩეულად ნიჭიერი იყო:)
21:03 / 04-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნი
ორივე ძალიან კარგი ადამიანები ხართ და მეტსაც იმსახურებდით
17:11 / 04-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS