- ნინო, დღეს მამა პეტრე კოლხმა ''ფეისბუქზე'' მთავარ ფოტოდ შენი სურათი ატვირთა. მიზეზი ხომ არ გიკითხავს მისთვის?
- ოჯახებით ვმეგობრობთ, ძალიან თბილი და ახლო ურთიერთობა გვაქვს. მე კი სულ ვეწინააღმდეგები ხოლმე ასეთ რამეებზე... არ გამომრჩენია

- დიდი ხანია იცნობთ ერთმანეთს?
- არა, თავის პოეზიის საღამოზე მიმიწვია და იქ გავიცანი, როგორც პოეტი. თუმცა, როგორც მოძღვარს მთელი საქართველო იცნობს.
- თქვენი მოძღვარიც არის?
- არა, ჩემი არ არის.
- რადგან თავის პოეზიის საღმოზე მიგიპატიჟა, სავარაუდოდ თავადაც მოსწონს თქვენი სიმღერა...
- რა თქმა უნდა, გიჟდება ჩემს სიმღერებზე, ვერც ავხსნი რა ემართება. ამას წინათ საპატრიარქოში ვიყავით ერთად. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა აკრძალული მაქვს, მამა პეტრეს ხათრით ვიმღერე. ძალიან მთხოვა და უარი ვეღარ ვუთხარი. როგორც შეძლებ იმღერეო, მითხრა და მეც ვიმღერე.
- განსაკუთრებით შენი რომელი სიმღერა მოსწონს მამა პეტრეს?
- ''არხოტის წყალთან'' და ''ის ვაჟი''.
- ვინ აგიკრძალა სიმღერა?
- ხმის იოგებთან დაკავშირებული პრობლემა მაქვს და ექიმებმა ამიკრძალეს. დროებითიოა, იმედია გაივლის.
ჩვენ მამა პეტრესთან დაკავშირებაც ვცადეთ, მაგრამ მისი ტელეფონი გამორთული იყო
ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის




















