წერდა, რომ რეპერტუარი, რომელსაც ურჩევდნენ, მისთვის მიუღებელი იყო, რომ ფინალისთვის შერჩეული სამი სიმღერიდან, ორი დაუწუნეს და ერთ-ერთი, რომელზეც უთხრეს, რომ საკონკურსო არ იყო, სხვა მონაწილისთვის აღმოჩნდა საკონკურსო და ის იმღერებდა.
ერთი სიტყვით, იმის გამო, რომ მას ზემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან გამომდინარე ''სხვა'' მებოდ
რადგან ფინალი მხოლოდ ორი კონკურსანტით ვერ ჩატარდებოდა, პროექტის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს ოთხივე მენტორს საკუთარი გუნდის წევრი ჰყოლოდა და სოფო სააკაშვილი და მიშო ელიავა პროექტში დააბრუნეს.
სოფო სააკაშვილს და მიშო ელიავას დავუკავშირდით და კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.
- სოფო გილოცავ პროექტში დაბრუნებას.
- დიდი მადლობა.
- მებოს წასვლა შენს დაბრუნებასთან რა კავშირში იყო, ეს როგორ აგისნეს?
- მებო ჩემს გამო არ წასულა პროექტიდან. ჩემთვის არავის არაფერი აუხსნია. როგორც ვიცი, გადაწყვიტეს ყველა მენტორს თავისი გუნდის წევრი ჰყოლოდა. ორი კონკურსანტით ვერ ჩაატარებდნენ ფინალს. ასეთია პროექტის წესები.
მიშო ელიავა:
- მებოს წასვლის გამო ძალიან დამწყდა გული. პროექტში დაბრუნება გამიხარდა.
- ორივე ერთ მენტორთან იყავით. მებოს პრეტენზიები თუ არის შენთვის ნაცნობი, შენც აწყდებოდი გიორგი გაბუნიასთან მსგავს პრობლემებს?
- ეს კონკურსია და მისი წესები უნდა გავითვალისწინოთ. ჩემთვისაც მოუციათ სიმღერა, რომელიც არ მომწონებია, მაგრამ მერე ერთად გვიმსჯელია მე და გიორგის და შევთანხმებულვართ. ასე რომ, არავის არაფერი დაუძალებია ჩემთვის. ისეთი სიტუაცია ნამდვილად არ მქონია, სახლში დავმჯდარიყავი და ცხოვრებაზე ჩამექნია ხელი.
- მებომ მოგილოცა პროექტში დაბრუნება?
- კი, ''ფეისბუქზე'' ვილაპარაკეთ, ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ.
- სანამ გახმაურდებოდა მისი ასეთი რადიკალური ნაბიჯი, თუ იცოდი ამ გადაწყვეტილების შეასახებ და თუ ურჩიე რამე?
- არაფერი ვიცოდი, მანამდე წასვლაზე არაფერი უთქვამს. ყველაფერი უცბად მოხდა. გიორგი გაბუნიასგან გავიგე ამის შესახებ. შესაბამისად რჩევაც ვერ მოვასწარი.
- რამდენად სამართლიანად თვლი იმას, რომ მებოს წასვლის შემდეგ შენ და სოფო პროექტში დაგაბრუნეს?
- სამართლიანია, იმიტომ, რომ ორი კაცით შოუ არ გამოვა. თავიდან ისე იყო გათვლილი, რომ ფინალში ოთხი კაცი უნდა ყოფილიყო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახლა ყველა მენტორს თავისი კონკურსანტი ეყოლება, ნამდვილად სამართლიანი გადაწყვეტილებაა.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის




















