ვარაუდობდნენ, რომ ყაბალახით შენიღბული პიროვნება, მოცეკვავე ბიჭი გახლდათ
მომღერალმა ლევან ჩიჩუამ (თიელი) ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე პიკანტური ფოტო გამოაქვეყნა წარწერით, ''აბა, გამოიცანით ვინ არის''. ფოტოზე თიელი ვიღაცას კოცნის, რომელსაც პირი ყაბალახით აქვს ახვეული და მხოლოდ თვალები უჩანს. ფოტოს უამრავი კომენტარი მოყვა. გაჩნდა ეჭვი, რომ გოგონა ნინი ნებიერიძე იყო. იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ყაბალახით შენიღბული პიროვნება, მოცეკვავე ბიჭი გახლდათ. ლევანი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობს და როდესაც დავურეკეთ რეპეტიციაზე იყო, მაგრამ რამდენიმე კითხვაზე მაინც გვიპასუხა.
- ლევან, საინტერესო ფოტო ვნახე შენს ''ფეისბუქის'' გვერდზე. არ გაგვიმხელ ეს ადამიანი ვინ არის?
- მაგის თქმა რომ მინდოდეს, ხომ იქვე დავწერდი.
- სქესსაც არ გვეტყვი, გაჩნდა მოსაზრება, რომ მოცეკვავე ბიჭს კოცნი.
- არა, ბიჭი ნამდვილად არ არის (იცინის).
- ვარაუდობენ იმასაც, რომ ეს ადამიანი ნინი ნებიერიძეა. ასეა?
- შეიძლება ნინია, შეიძლება სხვა ვინმე. ჯერ ვერ გაგიმხელთ.
- კონკურსს ატარებ? პრიზი რა არის?
- კონკურსია კი (იცინის), პრიზი მეორე კოცნა იქნება გამარჯვებულთან. ვხუმრობ, მართალი არ გეგონოთ.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის