- სოფო, კონცერტის დროს სტეფანემ ბევრჯერ გითხრა, რომ თუ პროექტიდან წახვიდოდი, გული არაფერზე უნდა დაგწყვეტოდა. როგორ ფიქრობ, რატომ ფიქრობდა სტეფანე,
- სტეფანე რას ფიქრობდა, მე საიდან უნდა ვიცოდე?
- რამდენიმე საიტზე დაიწერა და ინგა გრიგოლიამაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილის ნათესავი არ ხარ, როგორ ფიქრობ, საზოგადოებამ გვარის გამო არ მიგიღო?
- აქამდე ვერ მიხვდა ხალხი რომ არ ვარ მისი ნათესავი? მაგრამ არ მიკვირს. საქართველოში მაშინ აფასებენ, როცა კვდებიან და მე ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ (იღიმის). მადლობა ინგა გრიგოლიას რომ ეს სტატუსი დაწერა და ცდილობს, ერს შეაგნებინოს რომ მიშას ნათესავი არ ვარ.
- თუმცა რომც ყოფილიყავი, ალბათ არც ეს უნდა ყოფილიყო პრობლემა.
- მართალია, საერთოდ არ უნდა იყოს ეს პრობლემა. ნათესავი რომ არ ვარ საქართველოში ეს გახადეს პრობლემა და რომ ვყოფილიყავი, არ ვიცი, რა იქნებოდა.
- დღეს ''ფეისბუქზე'' დაწერე, რომ ნიუ იორკში მიდიხარ...
- ნიუ იორკიდან ჩამოვედი და ისევ მივდივარ.
- რა გეგმები გაქვს?
- წინასწარ არ მინდა საუბარი. რამეს თუ გავაკეთებ, ყველა გაიგებს.
მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის




















