01 ივლისი, 2014
სოფო სააკაშვილი საქართველოს ტოვებს - მე ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ
აქამდე ვერ მიხვდა ხალხი რომ არ ვარ მისი ნათესავი ''X ფაქტორის'' მორიგი ტური სოფო სააკაშვილმა დატოვა. სოციალურ ქსელში ბევრი აღნიშნავდა, რომ სოფო გვარის გამო არ მიიღო ქართულმა საზოგადოებამ და იმიტომ არ უმესიჯებდნენ. ყოფილი პრეზიდენტის მოგვარე კონკურსანტი არაერთხელ გადაარჩინეს მენტორებმა. მაყურებლის გადაწყვეტილებით სოფო თითქმის ყველა ტურზე ბოლო ადგილზე იყო. მომღერალს რამდენიმე კითხვა პროექტის დატოვების შემდეგ დავუსვით.

- სოფო, კონცერტის დროს სტეფანემ ბევრჯერ გითხრა, რომ თუ პროექტიდან წახვიდოდი, გული არაფერზე უნდა დაგწყვეტოდა. როგორ ფიქრობ, რატომ ფიქრობდა სტეფანე,
რომ ასე შეიძლება მომხდარიყო?
- სტეფანე რას ფიქრობდა, მე საიდან უნდა ვიცოდე?
- რამდენიმე საიტზე დაიწერა და ინგა გრიგოლიამაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილის ნათესავი არ ხარ, როგორ ფიქრობ, საზოგადოებამ გვარის გამო არ მიგიღო?
- აქამდე ვერ მიხვდა ხალხი რომ არ ვარ მისი ნათესავი? მაგრამ არ მიკვირს. საქართველოში მაშინ აფასებენ, როცა კვდებიან და მე ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ (იღიმის). მადლობა ინგა გრიგოლიას რომ ეს სტატუსი დაწერა და ცდილობს, ერს შეაგნებინოს რომ მიშას ნათესავი არ ვარ.
- თუმცა რომც ყოფილიყავი, ალბათ არც ეს უნდა ყოფილიყო პრობლემა.
- მართალია, საერთოდ არ უნდა იყოს ეს პრობლემა. ნათესავი რომ არ ვარ საქართველოში ეს გახადეს პრობლემა და რომ ვყოფილიყავი, არ ვიცი, რა იქნებოდა.
- დღეს ''ფეისბუქზე'' დაწერე, რომ ნიუ იორკში მიდიხარ...
- ნიუ იორკიდან ჩამოვედი და ისევ მივდივარ.
- რა გეგმები გაქვს?
- წინასწარ არ მინდა საუბარი. რამეს თუ გავაკეთებ, ყველა გაიგებს.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
*******
როგორ შეიძლება საკუთარი წარუმატებლობის გადაბრალება გვარისთვის. რა გამოდის, სოფისადმი დიდი პატიცისცემის მიუხედავად, თვითონ საოცარი მომღერალია და ქართველი ერია შტერი და გამოთაყვანებული, რომ გვარის გამო ხმა არ მისცა? საქმის ასე შეტრიალება შეიძლება სოფის და მის გულშემატკივრებს აწყობთ, მაგრამ სხვების შეურაცხყოფაა. სოფი არაჩვეულებრივი გოგო ხარ და კარგადაც მღერი,არაფერი მაქვს მე პირადად შენი საწინააღმდეგო, მაგრამ შენზე უკეთესები შენამდეც გავარდნენ და რა ქნან მათ?
13:48 / 02-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ნამდვილად ნიჭიერი გოგოა და მიზანდასახული. ყველა ვერ შეძლებდა ქრონიკული აუტსაიდერის ფონზე ასე ემღერა. წარმატებებს გისურვებ სოფო.
11:13 / 02-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ანიკო
სოფო ეს ხელები ესე რატომ გაქვს?? რამეს ნიშნავს თუ "პროსტო"??..
11:08 / 02-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მმმმ
sopi tu amerikashi midixar genacvale iqaur konkursebshi miige monawileoba.. ver gavige chvenebi marto ukrainashi da saberdnetshi ro garbian amerikashi upro perspeqtiuli araa?
09:47 / 02-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნნნ
ხალხს თუ არ მოწონხარ გვარი რაშუაშია ,, სტეფანე გიწყობდა აქამდე ))))თორემ ეხლა სალომე უნდა იყოს კაი ნავარჯიშები და სცენაზე იდგეს შენ გამო რამდენი კარგი გააგდეს
18:56 / 01-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიი
ვწუხვარ მაგრამ უნდა გითხრათ რომ,კარგად იყენებთ პიარისთვის გვარს ,,სააკაშვილს''აბა ხელისუფლებაში რაც ბარამიძეებია მაშინ,ბარამიძის გამო ყველა უნდა გააკრიტიკონ კარგით რა აქ გვარი არაფერ შუაშია სოფომ რაც შეძლოდა მიიტანა მაყურებლამდე ისეც შეაფასა მსმენელმა...სოფი ,,სააკაშვილი'' კი არა,, ჰიუსტონიც' რომ ყოფილიყო მაინც არ შეიცვლებოდა ხალხის დამოკიდებულება სოფისადმიი სოფი ნამდვილად ნიჭიერი გოგოა და იმედია წარმატებებს მიაღწევს ..ყველაფერს პოლიტიკასთან ნუ აიგივებთ ხალხნოო...ეს ჩვენი ქვეყანაა ყველასი ერთად და იმედი მაქვს რომ კარგსაც და ცუდსაც პრეზიდენტი იქნება ის თუ ჩვეულებრივი მოქალაქე ერთნაირად უნდა დავუდგეტ გვერდით ,,ღვარძლი და ბოღმა ვერც დემმოკრატიას მოგვიტანს და ვერც ევროპელებათ ვერ გვაქცევს''
16:43 / 01-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯეკ ბეღურა
პოლიტიკასთან ასოციაციები თავად შექმნეს. 1. რომ გაიზრდება შეიძლება პოლიტიკოსი გახდეს (სიუჟეტიდან) 2. ნიკა გვარამია ფეხზე წამოუდგა. (მხოლოდ მას) . 3 მიანიჭეს საკონკურსო ნომერი 5. დაემატა გვარიც ეგ არის :))
16:39 / 01-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS