- შეყვარებული ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე ლაპარაკი არ მინდა. მხოლოდ დროებით თორემ ისე დასამალი არაფერი გვაქვს.
- ცნობილი სახეა შენი რჩეული?
- ვისთვის როგორ...
- საქმიანობის სფერო მაინც გაგვიმხილე.
- ამ
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნინი წიკლაური გადაცემაში ''ორი ვარსკვლავი'' მონაწილეობდა, ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ შეყვარებული იყო თუმცა ამაზე საჯაროდ საუბარი არც მაშინ სურდა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან.
- ნინი, რომანტიკული არ ხარ?
- ვარ. უბრალოდ, ჩემი დღის რეჟიმიდან გამომდინარე გამუდმებით სიყვარულით ვერ ვცხოვრობ, ხომ არიან გოგონები, რომლებიც სულ თავიანთ შეყვარებულზე ლაპარაკობენ მეგობრებთან, ასეთი არ ვარ მე. თუმცა შემიძლია, ყველაფერი დავთმო სიყვარულისთვის, სიმღერაც, კარიერაც, თუ ეს დამჭირდება. სხვა დანარჩენი ჩემთვის მეორეხარისხოვანია.
- როგორია შენი შეყვარებული, იმედია, კარიერის მიტოვებას არ გთხოვს?
- არა (იღიმება). კარგი ბიჭია, ბედნიერი ვარ. ის არის, ვინც ჩემს ამ რეჟიმს უძლებს.
- მღერის?
- არა. ჩემი მეორე ნახევარი არასდროს იქნება მომღერალი. ამით მომღე რალ ბიჭებს არ ვაკნინებ, უამრავი მომღერალი ბიჭი მეგობარი მყავს.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის




















