უბრალოდ გავიზარდე და დავქალდი
ცოტა ხნის წინ
გვანცა ბაგრატიონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თხოვდება. რეპერი ქორწილისთვის ემზადება და პარალელურად თავის ახალ კლიპზეც მუშაობს, რომლის რეჟისორიც თავადვეა. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სკანდალური გვანცა ახალი იმიჯითაა. სურათზე იმდენად შეცვლილია, რომ ყველას ეგონა პლასტიკური ოპერიაცია გაიკეთა. ბაგრატიონი ამ ფოტოზე ანჯელინა ჯოლის ჰგავს. სურათზე ფონად ჩანს, ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოც. გვანცას სოციალურ ქსელში შევეხმიანეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- გვანცა, ამბობენ, რომ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთე.
-
ანჯელინა ჯოლის მაკიაჟი მაქვს გაკეთებული. რად მინდა მე პლასტიკური ოპერაცია.D ცხვირი მაქვს დიდი, თუ რა მქონდა დასაპლასტიკებელი? უბრალოდ გავიზარდე და დავქალდი. თუ გამოხედვაში მატყობენ ცვლილებას, ეს ამის ბრალია. იმიჯს ხშირად ვიცვლი და ვარცხნილობა შევიცვალე. თმა უფრო გავიღიავე. არანაირი პლასტიკური არ მაქვს გაკეთებული ბუნებრივი ვარ ყველანაირად.
- ბიძინა ივანიშვილთან ერთად ფოტო როდის გაქვს გადაღებული?
- ძალიან ძველი სურათია. ერთად მოვხვდით ერთხელ და სურათი გადავიღეთ.
- მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო?
- არა, უბრალოდ ბერას მამა იყო.
- ფოტოზე თეთრი კაბა გაცვია. ქორწილისთვის ემზადები?
- ვემზადებით, მაგრამ არ ვიცი, როდის გვექნება. რაღაც უთანხმოება გვქონდა. მართალია, შევრიგდით, მაგრამ ჯერ არ ვიცი დაზუსტებით არაფერი. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
- საქმროს ვინაობას კიდევ არ გაგვიმხელ?
- არ გაგიმხელთ. ყველაფერი როცა კარგად იქნება, მაშინ გაიგებთ ვინაა.
- შენს ახალ ნამუშევარს, როდის ვიხილავთ?
- ალბათ სექტემბერში. მოვრჩით გადაღებებს. მალე მონტაჟს დავიწყებთ.
მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის