30 ივნისი, 2014
გვანცა ბაგრატიონს კინაღამ ქორწილი ჩაეშალა – ''უბრალოდ ბერას მამა იყო''...
უბრალოდ გავიზარდე და დავქალდი ცოტა ხნის წინ გვანცა ბაგრატიონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თხოვდება. რეპერი ქორწილისთვის ემზადება და პარალელურად თავის ახალ კლიპზეც მუშაობს, რომლის რეჟისორიც თავადვეა. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სკანდალური გვანცა ახალი იმიჯითაა. სურათზე იმდენად შეცვლილია, რომ ყველას ეგონა პლასტიკური ოპერიაცია გაიკეთა. ბაგრატიონი ამ ფოტოზე ანჯელინა ჯოლის ჰგავს. სურათზე ფონად ჩანს, ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოც. გვანცას სოციალურ ქსელში შევეხმიანეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- გვანცა, ამბობენ, რომ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთე.
-
ანჯელინა ჯოლის მაკიაჟი მაქვს გაკეთებული. რად მინდა მე პლასტიკური ოპერაცია.D ცხვირი მაქვს დიდი, თუ რა მქონდა დასაპლასტიკებელი? უბრალოდ გავიზარდე და დავქალდი. თუ გამოხედვაში მატყობენ ცვლილებას, ეს ამის ბრალია. იმიჯს ხშირად ვიცვლი და ვარცხნილობა შევიცვალე. თმა უფრო გავიღიავე. არანაირი პლასტიკური არ მაქვს გაკეთებული ბუნებრივი ვარ ყველანაირად.
- ბიძინა ივანიშვილთან ერთად ფოტო როდის გაქვს გადაღებული?
- ძალიან ძველი სურათია. ერთად მოვხვდით ერთხელ და სურათი გადავიღეთ.
- მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო?
- არა, უბრალოდ ბერას მამა იყო.
- ფოტოზე თეთრი კაბა გაცვია. ქორწილისთვის ემზადები?
- ვემზადებით, მაგრამ არ ვიცი, როდის გვექნება. რაღაც უთანხმოება გვქონდა. მართალია, შევრიგდით, მაგრამ ჯერ არ ვიცი დაზუსტებით არაფერი. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
- საქმროს ვინაობას კიდევ არ გაგვიმხელ?
- არ გაგიმხელთ. ყველაფერი როცა კარგად იქნება, მაშინ გაიგებთ ვინაა.
- შენს ახალ ნამუშევარს, როდის ვიხილავთ?
- ალბათ სექტემბერში. მოვრჩით გადაღებებს. მალე მონტაჟს დავიწყებთ.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
გიო
საუკეთესოა და ბევრი მტერი ჰყავს ეს არ არის საქართველოში გასაკვირი რომ ბოღმისგან დახეთქილი ბევრია ,) ბევრი მტერი გყავს ? ესეიგი საუკეთესო ხარ ! ეს ოდითგანვე ასეა :)
14:42 / 25-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათა
ტუჩები აქვს გაკეთებული,უეჭველი ვიცი,მაგრამ მერე რა ? მეც გავიკეთე. ეს ჟურნალისტი მერი კი ზველაზზე იდიოტურ სტატიებს წერს
02:03 / 11-07-2014
გამოხმაურება / 0 /
კახა
რაც კარგია კარგია იფ იფ შემოგევლე :*
18:50 / 01-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკუშა
რას ამოგიჩემებიათ ბაგრატიონი ბაგრატიონი :D : D ისინიც არ მყავდნენ რა :D :D : D რა გეშველებათ :D :D :D თან გოგომ 9 ჯერ თქვა ჩემი ფსევდონიმიაო რა ხართ ასეთი ხის თავები :D :D
17:10 / 01-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ბბ
კარგი გოგოა
16:43 / 01-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ისე მაგარი გვარი კი ამოურჩევია,მაგრამ ბავშვმაც კი იცის რომ ბაგრატიონობამდე ძალიან შორს ხარ .
16:25 / 01-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მანშო
უხდება ასეთი მაკეაჟი , გაზრდილა :)
10:54 / 01-07-2014
გამოხმაურება / 0 /
დავითი
ერთი შენ ხარ ბაგრატიონი და მეორე მე იაპონიის იმპერატორი
10:30 / 01-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
იგივე დებილია რა აქვს შეცვლილი ვერ ვამჩნევ , მაკეაჟი უსწავლია :D :D
00:23 / 01-07-2014
გამოხმაურება / 0 /
კაკო
ტატა რისი ოპერაცია უნდა გაეკეთებინა ? :D :D რა ქონდა საოპერაციო ? :D :D რა აქვს შეცვლილი პრიჩოსკას გარდა ? :D :D : D
21:48 / 30-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS