- რა პერიოდში ერთხელ არის მართებული ავეჯის განახლება?
- უცხოეთში ავეჯს 3-5 წელიწადში ერთხელ აახლებენ, მაგრამ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ამის ფუფუნება ყველას არ აქვს და ხშირად ბებიის დანატოვარ ავეჯსაც ვჯერდებით.
რადგან ახალი ავეჯის შეძენა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ბევრი ადამიანი მეორადს ანიჭებს უპირატესობას. მაგრამ რატომ უნდა შევიძინოთ მეორადი ავეჯი (რომელიც შესაძლოა, სარესტავრაციოც იყოს), როცა ფაქტობრივად იმავე თანხაში შესაძლებლობა გვაქვს, ვიყიდოთ ახალი, ადგილობრივი წარმოების, სანდო, ეკოლოგიურად სუფთა და ულამაზესი დიზაინის ავეჯი. ასე ხომ უფრო დაზღვეულიც ვართ (ავეჯს მოჰყვება 2-წლიანი განვადება) და ამასთან შეგიძლიათ, ერთიანი ფულის გადახდის გარეშე, მომენტალური განვადებით შეიძინოთ სრულიად ახალი და ძალიან კომფორტული ავეჯი.

გარდა იმისა, რომ ავეჯი ორიგინალური დიზაინითა და კომფორტულობით უნდა გამოირჩეოდეს, აუცილებელი ფაქტორია, რომ იგი ამასთანავე ფუნქციურიც იყოს. კარგი რბილი ავეჯი - ეს არ ნიშნავს მხოლოდ მის ვიზუალურ ღირებულებებს. ავეჯი უნდა იყოს გამძლე, ხარისხიანი, ტრანსფორმაციის იდეალური მექანიზმითა და პრაქტიკული შიდა მოწყობილობით, რათა დიდხანს მოგემსახუროთ. ავეჯის მყარი კარკასი - კომფორტს, სიმყუდროვეს, დასვენებასა და პოზიტიურ ემოციებს უზრუნველყოფს.
- სტატისტიკურად, დივნისა და საწოლის რომელი ადგილები ცვდება ყველაზე ადრე?
- ყველაზე ადვილად და ხშირად ცვდება რბილი ავეჯის ნაჭრის საფარი, ის შეიძლება გაიხეს, დაიძენძოს ან უბრალოდ გახუნდეს. ავეჯის მყარი კარკასი, რა თქმა უნდა, დიდხანს ძლებს და ის ბევრად მყარია.

- რა მეთოდებით შეიძლება განვაახლოთ რბილი ავეჯი, თუ ჯდომისგან დეფორმაცია მიიღო? ან თუ ნაჭრის ზედაპირი დაძველდა და დაზიანდა?
- რბილი ავეჯის განახლება მარტივად, მასზე ნაჭრის გადაკვრით, ახალი შალითის შეკერვით შეგიძლიათ. Dდა აუცილებელი სულაც არ არის, რომ ეს ავეჯის დაზიანების (ნაჭრის გახევის ან გახუნების) შემთხვევაში გააკეთოთ, შესაძლოა, უბრალოდ მოგბეზრდათ დივნის ფერი, ან თქვენს ახალ ინტერიერს აღარ უხდება – ასეთ დროს ძალიან მარტივად შეგიძლიათ გამოცვალოთ შალითა, ან სულაც ახალი ბალიშები უყიდოთ თქვენს დივანს. ამ შემთხვევაშიც კი ოთახის დიზაინი სულ სხვა, ახალ ელფერს მიიღებს.
და მაინც, ავეჯის შეძენამდე აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ ის შიგნიდანაც. რბილი ავეჯის ნაკერები უნდა იყოს იდეალური და სწორი. თუ გასაშლელ დივანს ყიდულობთ, რამდენჯერმე დამოუკიდებლად გაშალეთ და დაკეცეთ. დააკვირდით მის მოძრავ ნაწილებს. განსაზღვრეთ, რამდენად კომფორტული იქნება თქვენთვის ამის გაკეთება. ნახეთ, აქვს თუ არა გორგოლაჭები. თუ ხის ან ფანერის ნაწილები ერთმანეთს უშუალოდ პირდაპირ ეხება, მაშინ დივანი იჭრიალებს. საწოლი იდეალურად სწორი უნდა იყოს, კარადის უჯრები და თაროები - საკმარისად ტევადი.
თეა ინასარიძე სასარგებლო რჩევებით სპეციალურად marao.ge-დან




















